| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში მოსწავლეებში დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებას უდიდესი ყურადღება ექცევა. სკოლის პედაგოგები, დირექტორ ნატალია კეჭეხმაძის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს ასწავლიან და მათ სასკოლო თუ სამოქალაქო ცხოვრებაში აქტიურ ჩართულობას უწყობენ ხელს.
ამის მაგალითია 18 ოქტომბერს ზემო წინსვლის საჯარო სკოლაში სამაგალითოდ ჩატარებული მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.
არჩევნები სკოლაში ყველა წესისა და პროცედურის დაცვით, ხარვეზების გარეშე ჩატარდა. მოსწავლეები არჩევნებში აქტიურად ჩაერთნენ და სასურველი კანდიდატი დარული კენჭისყრით აირჩიეს.
საბაზო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარე მერვეკლასელი თაკო ბოლქვაძე გახდა, საშუალო საფეხურზე კი გაიმარჯვა მეათეკლასელმა როზა ალიშანიძემ.
სკოლის დირექტორი ნატალია კეჭეხმაძე მოსწავლეთა თვითმმართველობას ნაყოფიერ მუშაობას უსურვებს.
„წარმატებები ახლადარჩეულ მოსწავლეთა თვითმმართველობას!“,- აღნიშნავს დირექტორი.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მოსწავლეთა პედაგოგი გახლავთ ნანა ცქვიტარია, გუნდის კაპიტანი კი - ქეთინო მელიქიშვილი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ