სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საინტერესო აქტივობა გეოგრაფიაში ცოდნის განსამტკიცებლად - საღანძილიის საჯარო სკოლის მაგალითი
17-04-2018
-
+


საღანძილიის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „ყველაზე, ყველაზე, ყველაზე...“ ჩატარდა.  

ინტელექტუალური თამაში გეოგრაფიის პედაგოგის ეკა მესხის ინიციატივით გაიმართა. 

კონკურსში მონაწილეობდა ორი გუნდი „კლდის ვეფხვი" - კაპიტანი - დავით კამკამიძე და „ალპინისტები" - კაპიტანი - ქრისტინე ტაბატაძე. 

გუნდის კაპიტნებმა დამსწრე საზოგადოებას განუმარტეს თავიანთი გუნდების სახელწოდებების მნიშვნელობა. 

გუნდები ძირითადად დაკომპლექტდა VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებით.    

კონკურსი მოიცავდა ოთხ ეტაპს: I-II ეტაპები:10-10 კითხვა გუნდებისათვის, III ეტაპი კონტურულ რუკაზე მუშაობა, IV ეტაპი კაპიტნების კონკურსი. 

ეკა მესხის თქმით, კითხვები გუნდებისათვის მიზანმიმართულად და საინტერესოდ იყო შედგენილი. კონკურსის მესამე ეტაპმა, კონტურულ რუკაზე მუშაობამაც, ძალზე ნაყოფიერად ჩაიარა:

„გუნდებს უნდა დაეტანათ კუნტურულ რუკაზე ის გეოგრაფიული ობიექტები, რომლებიც გამორჩეულია მსოფლიოში თავისი მასშტაბურობით (სიმაღლე, სიღრმე, სიგრძე და ა.შ.). დიდი ინტერესი გამოიწვია კაპიტნების კონკურსმაც. გამარჯვება წილად ხვდა გუნდს „კლდის ვეფხვი“ (კაპიტანი დავით კამკამიძე). მოსწავლეები დაჯილდოვდნენ შესაბამისი სიგელებითა და საჩუქრებით. კონკურსს აფასებდა კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტდა სკოლის პედაგოგიური კოლექტივით: წევრები ნაილი კამკამიძე და დარეჯან გაბუნია, კომისის თავმჯდომარე ლელა ხელაშვილი.“

იხილეთ ფოტოები 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება