სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, ინტერვიუ

„ნამუშევრებს მოსწავლეების განათლებას მოვახმარ“ - გაიცანით სკოლის დირექტორი, რომელიც ხატებს ქმნის
15-11-2022
-
+


ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის დირექტორი, ჯუნა ცხოვრებაძე ხატებს ქმნის. ბავშობიდან ხატავს, თუმცა ხატწერა ახლახან დაიწყო. 

ჯუნა ცხოვრებაძეს 2007 წლიდან წამყვანი მასწავლებლის სტატუსი აქვს,  2014 წლიდან კი არჩეული დირექტორია. აპირებს, ხატების შექმნით მიღებული სარგებლით თავის მოსწავლეებს სწავლაში დაეხმაროს. 

„ბავშვობიდან ვხატავდი, პატარა ჩანახატებს ვაკეთებდი. როდესაც ჩემმა მოძღვარმა ჩემი ნახატები ნახა, მითხრა, კარგი იქნება, თუ ხატწერას მოსინჯავ, რადგან შენით ნასწავლი ხატვა თუ ასე კარგად გამოგდის, ადვილი შესაძლებელია, ხატწერაც გამოგივიდესო. მომცა ლოცვა-კურთხევა და დავიწყეთ ხატწერის მასწავლებლის ძებნა. ახლაც ვსწავლობ ონლაინ გაკვეთილებით. 
სწავლის პარალელურად, სამი ხატი დავამთავრე და მეოთხეზე ვმუშაობ. ბავშობიდან სულ მინდოდა, ხატვაზე მევლო სადმე, მაგრამ ჩვენს რაიონში არ იყო საშუალება, რომ პროფესიონალურ დონეზე მესწავლა. ახლა კი, მადლობელი ვარ ჩემი მოძღვრის, რომ მიმართულება მისცა ჩემს ამ მიდრეკილებას.“, - ამბობს სკოლის დირექტორი, რომელიც ამავდროულად მათემატიკის მასწავლებელიც არის. 

- ქალბატონო ჯუნა, ეკლესიურად, ლოცვით, მარხვითა და ზიარებით ცხოვრება ალბათ აუცილებელია, როდესაც ხატწერას ეხები... როდიდან დაიწყეთ ეკლესიაში სიარული?

- სულიერი ცხოვრება და სიმშვიდე ამ შემთხვევაში აუცილებელია. ბავშობიდან დავდიოდი ტაძარში. ქარელში მხოლოდ ერთადერთი მოქმედი ტაძარი იყო მაშინ - ღვთისმშობლის ხარების ეკლესია და სულ პატარა ვიყავი, ალბათ პირველ კლასში, როდესაც მე თავად მომინდა, წირვაზე წავსულიყავი. სულ მაინტერესებდა, სეფისკვერი რა იყო, ზიარება რა იყო... ახლა რომ ბოლნისის მიტროპოლიტია, მეუფე ეფრემი, ის იყო ჩემი პირველი მოძღვარი. 

მერე იყო სტუდენტობის პერიოდი, დავოჯახდი და ტაძარში სიარულს ვერ ვახერხებდი... გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ჩვენი სოფლის ტაძარში დავიწყე სიარული და წლების განმავლობაში მისი მრევლი ვიყავი. ჩვენს სოფელში დედათა მონასტერია, არაჩვეულებრივი წინამძღოლი გვყავს, რომელთანაც ახლო ურთიერთობა მაქვს.  

მერე კი მოხდა ისე, რომ ჩემი მოძღვარი ვინც იყო, ის წირავდა სამწევრისის დედათა მონასტერში და ერთხელ აღსარების სათქმელად  მივედი იქ, მერე მეორედ, მესამედ მომიწია მისვლა და გავიცანი სამწევრისის დედათა მონასტრის წინამძღოლი. მას შემდეგ სამწევრისში დავიწყე სიარული. ძალიან ახლო, მეგობრული დამოკიდებულება ჩამოგვიყალიბდა მე და დედათა მონასტრის წინამძღოლს. ძალიან განათლებული და კარგი ადამიანია და მასთან ურთიერთობა მსიამოვნებს. 
უკვე ბევრი წელია, რაც სამწევრისში დავდივარ ჩემი ოჯახით. ჩემი პატარა ვაჟიშვილი 6 წლის არის და სტიქაროსანია უკვე. ჟამნებსაც კითხულობს იქ, მე კი მედავითნე ვარ.

- ტაძრამდე მისასვლელად დიდი გზის გავლა გიწევთ?

- ბებნისიდან სამწევრისამდე დაახლოებით 6-8 კილომეტრია. მანქანა მყავს და ერთად მივდივართ მთელი ოჯახი კვირაობით.

- მოსწავლეები როგორ უყურებენ თქვენს ახალ საქმიანობას, რომელიც რელიგიას ეხება?

- ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ ჩემი დაწერილი ხატები. თუ სოციალურ ქსელში დავდებ ხოლმე ჩემს რომელიმე ნამუშევარს, მწერენ, მასწ, რა კარგია, როგორ მოგვწონსო... მოსწავლეების ხშირად ვესაუბრები სულიერ ცხოვრებაზე. თუ ვინმეს სურვილი აქვს, მონასტერშიც მიმყავს ჩემი მანქანით და წირვა-ლოცვას ერთად ვესწრებით. მოგეხსენებათ, წლებია, სკოლაში რელიგია აღარ ისწავლება. მე კი ვფიქრობ, სკოლაში ხატწერის წრეც გავაკეთო და მოსწავლეები უფრო დავაინტერესო.
როდესაც მოძღვარმა მთხოვა, ხატწერაზე დამეწყო ფიქრი, თავიდან უარი ვუთხარი, რადგან დიდი პასუხისმგებლობაა ხატის შექმნა და მოგეხსენებათ, სხვაგვარი განწყობა და სულიერი მდგომარეობა სჭირდება. დავთანხმდი ერთადერთი პირობით - თუ რომელიმე მოსწავლეს წაადგებოდა ჩემი ხატწერა. 

- ხატწერით მოსწავლის დახმარებას როგორ შეძლებთ?

- მაგალითად, დავეხმარები სოციალურად დაუცველს, რომელსაც არ ექნება სწავლის საფასურის გადახდის საშუალება. ანუ, პირობა დავუდე საკუთარ თავს, რომ თუკი ოდესმე პროფესიონალურ დონეზე განვვითარდებოდი, ხატწერისგან შემოსული თანხით ასეთი მოსწავლეების სწავლას დავაფინანსებდი. მხოლოდ ხატის თვითღირებულებას დავიტოვებ, დანარჩენს მოსწავლეების განათლებას მოვახმარ.

სხვათა შორის,  შეკვეთებიც მაქვს, ვიწყებ უკვე შეკვეთებზე მუშაობას და  ჩემს მოსწავლეებსაც  ვუხსნი ხატწერის დეტალებს, რადგან მინდა, ისინიც დავაინტერესო და ვნახოთ, რა გამოვა.

- ვისი ხატები შექმენით?

- მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმინდა ნიკოლოზის. მეოთხე ხატზე ვმუშაობ - ხარების ხატი უნდა შევქმნა. 

- შეკვეთებს ვისგან იღებთ?

- მრევლისგან, სხვადასხვა ეპარქიიდან. ახლა მაქვს წმინდა ნიკოლოზის ხატის შეკვეთა სვანეთიდან, ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობამ შემიკვეთა - უნდათ, მონასტერს შესწირონ. საკმაოდ დიდი ხატი უნდა გავაკეთო და მალე დავიწყებ იმ ხატზე მუშაობას. 
ეს სამი ხატი, რომლებიც უკვე შექმნილი მაქვს, რადგან პირველი ნამუშევრებია, მინდა, ოჯახში მქონდეს და სახლში ვიტოვებ. 

- ამბობთ, რომ ხატწერას განსაკუთრებული განწყობა და სულიერი მდგომარეობა სჭირდება... რას გრძნობთ, როდესაც წმინდანის ხატებას ეხებით?

- ხატის შექმნა ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. სულიერად განვითარების ისეთ დონეზე უნდა იყო, რომ მოგინდეს ხატის შექმნა. ჩვეულებრივი ნახატის ხატვას, როცა გინდა მაშინ დაიწყებ, მაგრამ როდესაც ხატს წერ, სხვანაირი ხასიათი და განწყობა გჭირდება. ამისთვის განსაკუთრებით უნდა იყო მზად და შენს სულიერ მდგომარეობაზე, შენს ცხოვრებაზე იფიქრო, რადგან ხატზეც აისახება ეს ხასიათი და განწყობა. 

ხატის შექმნისას უცნაური სულიერი სიმშვიდე და რაღაცნაირი კარგი შეგრძნება გაქვს. მაცხოვრის ხატზე რომ დავიწყე მუშაობა, ვგრძნობდი, სულიერი მდგომარეობა შესაბამისი არ მქონდა და გამიგრძელდა მისი დაწერა - დაახლოებით ორი თვეზე მეტი მოვუნდი. არის მდგომარეობა, როდესაც, შეიძლება ერთ კვირაში დაასრულო ხატი. ხან კი შეიძლება ორი თვე და მეტიც დაგჭირდეს. ეს ყველაფერი სწორედ შენს განწყობასა და სულიერ მდგომარეობაზეა დამოკიდებული. 
ხატი მინდა დავწერო - დავიწყებ და დავამთავრებ - ასე არ ხდება. როცა ხატზე ვმუშაობ, აუცილებლად ვუსმენ საგალობლებს, რომ შესაბამისი განწყობა მქონდეს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სხვა უმაღლესში გადასვლას მხოლოდ ეროვნულების ჩაბარების შემდეგ შეძლებთ - რომელ სტუდენტებს ეხება მინისტრის გადაწყვეტილება

ფიზიკის ტესტები და შედეგების გამოქვეყნების ვადები - ეროვნულები 2026

სამაგისტროს გამოცდაზე 17% არ მივიდა, ხოლო მასწავლებლის გამოცდაზე - 18% - NAEC 

პროგრამაში პედაგოგთა რეგისტრაციასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

მასწავლებლის ხელფასი განისაზღვრება სტატუსის მიხედვით 2821 ლარი, 3074 ლარი და 3527 ლარი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება საქართველოს ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

 

 

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობა
 
თბილისის N141 საჯარო სკოლა ახალგაზრდა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს
 
VII კლასელებმა ალ. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, ალავერდის ტაძარი და გრემის კომპლექსი მოინახულეს.
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება