სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

,,დედა ენა“ ყოველი ჩვენგანის პირველი წიგნია“, - ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები
16-04-2018
-
+


ემზარ წილოსანის სახელობის ლანჩხუთის N2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა პედაგოგ ნონა სვანიძის ხელმძღვანელობით დედა ენის კვირეული გახსნეს. 

მეორეკლასელებმა ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია - ,,14 აპრილი ქართული ენის დღეა“ წარადგინეს.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, სკოლის აღსაზრდელებმა „დედა ენასა“ და მის შემქმნელ იაკობ გოგებაშვილს ხოტბა შეასხეს. 

„პატარებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ,,დედა ენა" ყოველი ჩვენგანის პირველი წიგნია და ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, ყველას ვაუწყოთ ჩვენს სიმდიდრესა და განძზე და რომ „ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა! ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა! იმოდენაა!'“, -აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ასევე დედა ენის კვირეულის ფარგლებში სკოლაში VII კლასის მოსწავლეებმა პროექტი - ,,წაიკითხე წიგნი და გადმოეცი ემოცია“ განახორციელეს. VII კლასის ხელმძღვანელი ირა დვალიშვილია.

მოზარდებმა მხატვრული ლიტერატურა წაიკითხეს და შთაბეჭდილება და ემოცია ერთმანეთს ბუნებაში გაუზიარეს. 

სკოლის წარმომადგნელის თქმით, კვირეულის ფარგლებში სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობა იგეგმება.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება.  

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება