სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყემლანის საჯარო სკოლაში დედა ენის დღის წარმოშობის ისტორიაზე ისაუბრეს
13-04-2018
-
+


ტყემლანის საჯარო სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. 

სკოლის მოსწავლეებმა აუდიტორიას, დედა ენაზე დაწერილი ლექსები და სიმღერები წარუდგინეს და 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებზე ისაუბრეს.  

სკოლის აღსაზრდელებმა მაყურებელს ვიდეო რგოლებიც უჩვენეს, სადაც ქართული ანბანისა და დედაენის დღის წარმოშობის ისტორია იყო მოთხრობილი. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა  მიმართა და დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე დირექტორმა მადლობა გადაუხადა მონაწილე მოსწავლეებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს, რომელთაც ორგანიზება გაუწიეს აღნიშნულ ღონისძიებას.

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი "დედაენის დღედ" გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება