სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდგომა საქართველოში“ - თბილისის N143 საჯარო სკოლის ეზოში საშემოდგომო გამოფენა-გაყიდვა მოეწყო
04-11-2022
-
+


თბილისის N143 საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა.

25 ოქტომბერს, სკოლის ეზოში მოეწყო გამოფენა-გაყიდვა, სახელწოდებით - „შემოდგომა საქართველოში“. ღონისძიება დაწყებით საფეხურზე განხორციელებული პროექტის - „ეთნოსახლი“ ფარგლებში ჩატარდა.

კლასებმა შეარჩიეს საქართველოს სხვადასხვა კუთხე, შეისწავლეს შერჩეული კუთხის გეოგრაფიული მდებარეობა, კლიმატი, ტურისტული მიმართულება, ხელსაქმე, სამზარეულო, ხალხის ხასიათის თავისებურებანი, ისტორია, კულტურა და ღირსშესანიშნაოაბანი.

თითოეულმა მათგანმა დასკვნით ღონისძიებაზე ლამაზად წარმოადგინა სხვადასხვა კუთხე, სკოლის ეზო შთამბეჭდავ სანახაობად გადაიქცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ გლდანი-ნაძალადევის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელი და მოწვეული სტუმრები.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სანახაობამ დამთვალიერებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. სკოლის დირექცია და პედაგოგები მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას მოსწავლეთა მშობლებს უხდიან.

„განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენი სკოლის მოსწავლეთა მშობლებს, მათ ნამდვილი დღესასწაული მოუწყვეს სკოლას, სკოლის ეზოში დიდხანს ისმოდა ჟრიამულისა და ცეკვა-თამაშის ხმა, რაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენდა დამთვალიერებელზე. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს დღე სკოლის ისტორიაში დარჩება, როგორც ლამაზ, სახალისო, შთამბეჭდავ მოგონებად“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება