სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაიცანით 8 წლის თვითნასწავლი მხატვარი გიორგი გველესიანი რუსთავის N4 საჯარო სკოლიდან
13-04-2018
-
+


რუსთავის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თვითნასწავლი მხატვრის, 8 წლის გიორგი  გველესიანის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნა სახელწოდებით „ფერადი სამყარო“.

გიორგი რუსთავის ჟიული შარტავას სახელობის N4 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეა. ხატვა პატარა ასაკიდან დაიწყო და უკვე ასზე მეტი ნამუშევრის ავტორია.

გასულ წელს პატარა მხატვარმა საკუთარ დაბადების დღეზე სკოლაში გამოფენა მოაწყო სახელწოდებით „პატარა თითებით დავხატავ სამყაროს,“ სადაც 2016-2017 წლებში შესრულებული 45 ნახატი გაიტანა. 

წელს რუსთავის ისტორიული მუზეუმის საგამოფენო სივრცეში პატარა რუსთაველმა ხელოვანმა 67 ნახატი წარმოადგინა. ნამუშევრები ძირითადად გუაშისა და ზეთის საღებავებითაა შესრულებული. 

გამოფენის გახსნას ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბეგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი  თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„გიორგისნაირი შემოქმედი ბავშვების ხელშეწყობა და ნიჭის განვითარება ნებისმიერი სკოლის  პრიორიტეტი უნდა იყოს. მთელი სკოლა ულოცავს პატარა შემოქმედს პირველ ნაბიჯებს მხატვრობის გასაოცარ სამყაროში და უსურვებს არასოდეს დაშრეტოდეს ხატვის სურვილი და ენერგია,“ - აცხადებს რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი მამუკა ხამხაძე. 

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება