სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

KIU-ს სტუდენტების დაარსებულმა სტარტაპმა CARTUNE-მა მთავარი საპრიზო ადგილი მოიპოვა
03-11-2022
-
+


ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ შექმნილმა start-up “ქართუნმა”, თეგეტა ჰოლდინგისა და Future Laboratory-ის მიერ ორგანიზებულ პრე-აქსელერატორ “Startup Drive”-ში გაიმარჯვა და 100 000 ლარიანი დაფინანსება მოიპოვა. 

Future Laboratory-სა და „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით, ავტოინოვაციებზე მომუშავე სტარტაპების აქსელერაციის პროექტი Startap Drive გასულ წელს დაიწყო და მონაწილეობის სურვილი 150-ზე მეტმა სტარტაპმა გამოთქვა. შერჩევის შედეგად, პრეაქსელერაციის ეტაპზე 20-მდე მონაწილე გადავიდა. მათ საშუალება ჰქონდათ, ბიზნესიდეაზე დარგობრივი სპეციალისტების დახმარებით ემუშავათ. აქსელერაციის პროგრამა ავტოინდუსტრიის მიმართულებით მომუშავე სტარტაპებისთვის პირველად ჩატარდა. 

მაშინ, როცა ეს პროექტი დაიწყო  "ქართუნ-ის” გუნდი ჯერ კიდევ გამოუცდელი იყო რიგ საკითხებში. თუმცა, სწორმა ნაბიჯებმა და მაღალმა ამბიციებმა მათ ამ წარმატების გზაზე დიდი ცოდნა და გამოცდილება შესძინა. 

"ქართუნი" ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ავტომობილის მძღოლებს უმარტივებს შესაფერისი ავტო ხელოსნის მოძებნას.
Start-up-ის შემოქმედები ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის კურსის სტუდენტები და მათი მეგობრები არიან, რომლებმაც საკუთარი ცოდნითა და რესურსით ხორცი შეასხეს ერთ დღეს დაბადებულ იდეას. 

გუნდი ექვსი წევრისაგან შედგება: თომა ფირცხელანი, მიხეილ თენიეშვილი, ლუკა გოგოლაძე, დავით ჯიშკარიანი, ნიკა კურტანიძე, საბა არუდაშვილი და ნუცა გაბაძე.

"ქართუნის" გუნდის მიზანია ინოვაციური იდეებისა და მზარდი განვითარების სინთეზით, კიდევ მრავალმხრივ განვითარდეს და მიაღწიოს დასახულ მიზნებს. “Startup Drive” პრე-აქსელერატორში გამარჯვება, დიდი წარმატებებისკენ მიმავალი გზის დასაწყისია.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება