სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიის კონსულტანტმა, პროფესორმა ზურაბ ადამიამ „ამინდის პროფესიული ცენტრი“ ააწყო
13-04-2018
-
+


სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ლაბორატორიის კონსულტანტმა, პროფესორმა ზურაბ ადამიამ „ამინდის პროფესიული ცენტრი“ ააწყო და მეორე სასწავლო კორპუსის სახურავზე დაამონტაჟა. 

დანადგარი ინტერნეტის საშუალებით ჩართულია ამინდის საერთაშორისო ქსელში და მისი გამოყენების საშუალება მსოფლიოს ნებისმიერ მომხმარებელს ეძლევა.

ამინდის პროფესიული ცენტრი მუშაობს დღე-ღამურ რეჟიმში და მისი საშუალებით შესაძლებელია ამინდის ძირითადი მახასიათებლების გაზომვა:

1) ჰაერის ტემპერატურა, როგორც ოთახის შიგნით, ასევე გარეთ;

2) ჰაერის ტენიანობა;

3) ქარის სიჩქარე და მიმართულება;

4) ატმოსფერული წნევა;

5) ნალექის რაოდენობა;

6) ამინდის პროგნოზი.

საბოლოოდ შესაძლებელია მიღებული მონაცემების დამუშავება მომხმარებლის მიერ დასახული ამოცანის შესაბამისად. მაგ. პარამეტრების ცვლილების გრაფიკული ასახვა. 

დანადგარის დამონტაჟებაში მონაწილეობდნენ ფიზიკის ლაბორატორიის და უნივერსიტეტის სხვა თანამშრომლები. 

„ამინდის პროფესიული ცენტრი“ მოემსახურება როგორც ეკოლოგიის, ასევე ფიზიკა-ქიმიის და სხვა მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებს, მკვლევარებს და სტუდენტებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება