სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული ზესტაფონის N1 სკოლაში
31-10-2022
-
+


ზესტაფონის N1 საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს ღონისძიებებით აღნიშნავენ. 

ამჯერად, დაწყებით კლასებში გამართული აქტივობები იაკობ გოგებაშვილის იუბილეს მიეძღვნა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ. მათ შესაბამისი ინფორმაცია მოიძიეს, თავიანთი შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო სასიამოვნოდ გაატარეს. 

მოსწავლეებმა დიდი მწერილი ღვაწლისა და შემოქმედების შესახებ ვრცლად ისაუბრეს და მას პატივი მიაგეს.

„მძიმე წლებში იაკობ გოგებაშვილის „დედა ენა“ და  „ბუნების კარი“ ქართული ენის ბურჯი იყო და სახალხო განათლების ფარ-ხმალს წარმოადგენდა“, ამბობდა ენათმეცნიერი ა. ჩიქობავა. თავად იაკობი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი და უდიდესი მასწავლებელი, აცხადებდა: „სადაც მრავლდება სკოლები, იქ ქვეყანა დოვლათით ავსებულა“,  მან კარგად იცოდა, რომ ერის გადამრჩენელი მხოლოდ განათლებაა და მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა ამ უმნიშვნელოვანეს საერო საქმეს.  ერისკაცის დაბადებიდან 182 წელი გავიდა. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა  სხვადსხვა საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობით, რომლებიც სიყვარულით, პატივისცემითა და რუდუნებით ჰქონდათ მომზადებული, მოაწყვეს იაკობის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული. მადლობას ვუხდით მათ და მათს პედაგოგებს გაწეული შრომისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება