სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მოგზაურობა ადამიანის შინაგან სამყაროში“- ქვაციხის საჯარო სკოლაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით, პროექტი იგეგმება
28-10-2022
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაციხის საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაციის მიზნით, მზადდება პროექტი - „მოგზაურობა ადამიანის შინაგან სამყაროში“. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განვითარებასა და ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი. მასწავლებლები მათი ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ. ეს პროექტიც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.

პროექტი სრულად და საფუძვლიანად ამოწურავს ანატომიის მიმართულებით საგნობრივ საკითხებს, ასევე მოსწავლეები გააცნობიერებენ ჯანსაღი ცხოვრების წესს და მნიშვნელობას.მის ფარგლებში მოსწავლეები იმუშავებენ ჯგუფებად, საკუთარი ხელით დაამზადებენ თემების შესაბამის პოსტერებს, პოსტერების პრეზენტაცია და შეფასება.

ამ ეტაპზე მოსწავლეები მოსწავლეები სწორედ ამ პროექტს ამზადებენ. 

მოსწავლეთა ინიციატივით იგეგმება სკოლაში ექიმის ვიზიტი, სადაც ისინი, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, საიანტერესო და აქტუალურ კითხვებზე პასუხებს მიიღებენ.

ასევე, თითოეული ჯგუფი, ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებით, სანფორმაციო ბუკლეტებს მოამზადებს და სასკოლო საზოგადიებასა და თემში გაავცელებენ.

პროექტის ბოლო, ფინალურ ეტაპზე იგეგმება ვიქტორინა - „ჩვენ გვიყვარს მეცნიერება", გუნდები უპასუხებენ შეკითხვებს ქიმიიდან ფიზიკიდან და ბიოლოგიიდან. გამოვლინდებიან გამარჯვებული გუნდები.

თითოეულ ეტაპზე შედეგების განხილვა, ანალიზი და მონიტორინგი გაიმართება. ასევე, თვითშეფასების კითხვარებითა და შესაბამისი რუბრიკებით  პროექტის შედეგები შეფასდება. 

„ჩატარდება პრაქტიკული აქტივობები და ლაბორატორიული სამუშაოები ბიოლოგიაში, რაც ხელს შეუწყობს მოტივაციის ამაღლებას და გაზრდის ყველა მოსწავლის ჩართულობას სასწავლო პროცესებში... პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შექმნიან და დაამზადებენ მოდელებს.. ჩაატარებენ საინტერესო და სახალისო ექსპრერიმენტებს...
პროეტის შემდგომ ეტაპზე მოსწავლეები შექმნიან და წარადგენენ ელექტრონულ პრეზენტაციაბს ჯგუფში გადანაწილებული თემების მიხედვით, რაც ხელს შეუწყობს ცოდნიდ ურთიერთ გაზიარებას.
აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მეტაგოკნიტური უნარების განვითარებას.. მოახდენენ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში დანარგვას და გამოყენებას. მოსწავლეები შეძლებენ საკუთარი სწავლის პროცესის დაგეგმვას და მონიტორინგს, გაითავისებენ საკითხისადმი კომპლექსურ მიდგომას. პროექტი ემსახურება და ხელს შეუწყობს მდგადი განვითარების მიზნების დანერგვას და უშუალოდ განხორციელებას სასკოლო სივრცეში როგორიცაა ხარისხიანი განათლება. გარდა საგნობრივი კომპეტენციებისა, პროექტული სწავლება მოსწავლეებში ავითარებს სოციალურ უნარებს, რათა მათ უპასუხონ 21 საუკუნის გამოწვევებეს, იყვნენ მეტად შემოქმედებითები და კრეატიულები“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბანაკის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ
ერთდღიანმა მოგზაურობამ ბავშვებს ახალი ცოდნის, საინტერესო აღმოჩენებისა და დაუვიწყარი გამოცდილების შესაძლებლობა მისცა
 
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება