სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარნეულის N5 საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
28-10-2022
-
+


 
მარნეულის N5 საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს სხვადასხვა აქტივობებს უძღვნიან.

ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღე მრავალფეროვანი აქტივობების ფონზე აღინიშნა.

„წიგნის მეგობრის“ კლუბის და სხვადასხვა კლასების მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა აქტივობები, რომელთა მიზანი იყო მოსწავლეებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათში ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების განვითარება.

მოსწავლეები ასევე ესტუმრნენ სკოლის ბიბლიოთეკას, გაეცნენ ლიტერატურის ჟანრებს, დაათვალიერეს ილუსტრირებული წიგნები და ჟურნალები. იმსჯელეს ინფორმაციის მოძიების სხვადასხვა გზაზე და დაწერეს მოსაზრებები.

მასწავლებლებისაგან მოისმინეს მოხსენებები მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე. შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ინფორმაციის სწორად მოძიების უნარის განვითარება, იმსჯელეს - როგორ მოიძიონ, გაფილტრონ და გადაამოწმონ ესა თუ ის ინფორმაცია. ასევე როგორ შეძლონ მათ რეალურსა და გამოგონილ ინფორმაციას შორის არსებული საზღვრის დანახვა.

მრავალფეროვანი აქტივობების ფარგლებში, მოაწყვეს შეხვედრები, სადაც სხვადასხვა მედია საშუალებებს გაეცნენ. იმსჯელეს რა გავლენას ახდენს ჩვენს ყოველდღიურობაზე ყალბი ინფორმაცია.

დასასრულს კი „წიგნის მეგობრის“ კლუბის მიერ შექმნილ ჟურნალ „პატალიტეს“ ახალი ნომრისთვის მასალები მოამზადეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება