| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბათუმის N8 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ანალიტიკური და ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით, დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს მრავალფეროვან აქტივობებსა თუ ღონისძიებებს სთავაზობენ და სხვადასხვა კონკურში რთავენ.
25 ოქტომბერს, ბათუმის N8 საჯარო სკოლაში გუნდური ინტელექტუალური კონკურსის - „ტვინების ბრძოლა“ შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
მასში 2 ასაკობრივი კატეგორიის (მე-7, მე-8) და (მე-9, მე-10, მე-11) გუნდები მონაწილეობდნენ.
გამარჯვება კი 2- მა გუნდმა მოიპოვა. გამარჯვება წილად ხვდათ მე-8ვ კლასის გუნდს - „ლაბირინთი“ და მე-11დ კლასის გუნდს - „ფრანციუმი“.
მოსწავლეები კონკურსში დიდი მონდომებით ჩაერთნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
მე-8ვ კლასის დამრიგებელი ნანა პაპუნიძე გახლავთ, მე-11დ კლასის ხელმძღვანელი კი ირინა წიწაშვილია.
პროექტი ორგანიზაცია brains.ge-ს ინიციატივით ხორციელდება. სასკოლო ტურს ორგანიზება გაუწია მე-8 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა დიანა კაპანაძემ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“