| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეძილეთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები ორიენტირებულნი არიან მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდაზე. სკოლაში, განსაკუთრებით, ყველაზე პატარების - პირველკლასელთა სწავლისადმი ინტერესის ამაღლებაზე ზრუნავენ და ცდილობენ ცოდნის სამყაროში მათი პირველი ნაბიჯები მომავალი წარმატების მყარ ფუნდამენტად იქცეს.
სწორედ ამიტომ, პედაგოგებმა პირველკლასელებს ანბანის სწავლის დაწყება ზეიმად უქციეს და უნიკალური წიგნი-რვეულით - „პირველკლასელთა აკადემიით“ დაასაჩუქრეს. პატარებისთვის საჩუქრების შესყიდვა აკადემიკოს ბიძინა ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ უზრუნველყო.
პირველკლასელებმა სახელმძღვანელო დიდი სიხარულით მიიღეს, წიგნი მათ პირველი კლასის პროგრამის ათვისებაში დაეხმარება და შეასრულებს მთავარ მიზანს, შეაყვარებს სკოლასა და სწავლას. ეს სკოლაში კარგად იციან, ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ სახელმძღვანელო ყველა პირველკლასელს ჰქონდეს.
აღსანიშნავია, რომ „პირველკლასელთა აკადემიამ“, რომლის ავტორი „ეტალონის“ სულისჩამდგმელი და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი გოჩა ტყეშელაშვილია, უკვე მოიცვა მთელი საქართველო. ათეულობით მუნიციპალიტეტში აპრობირებული წიგნი-რვეული, როგორც პირველი კლასის პროგრამის ასათვისებლად ბრწყინვალე დამხმარე, ისე ბავშვის სასკოლოდ მოსამზადებლად საუკეთესო რესურსია.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში