სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

იყალთოს საჯარო სკოლაში საშემოდგომო ფესტივალი გაიმართა
28-10-2022
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლაში I - XII კლასების მოსწავლეებმა საშემოდგომო ფესტივალი მოაწყვეს. 

მშობლებისა და კლასის დამრიგებლების დახმარებით, თითოეულმა კლასმა მოაწყო თავისი კუთხე, რომელიც გააფორმეს მრავალფეროვანი ხილით, ყვავილებით, სოფელში შემორჩენილი წნელის ლასტებით, სინებით, ნაირ-ნაირი ჩირით. 

მოსწავლეებს წარმოდგენილი ჰქონდათ ქართული ორნამენტებით გაფორმებული სუფრები და თექის გობელინები.

ფესტივალს ხალისი და საზეიმო ელფერი შესძინა მოსწავლეების მიერ შესრულებულმა სიმღერებმა, ცეკვებმა, რასაც მუსიკალურ ფონად გასდევდა სოფელში სახალხო უნივერსიტეტის დამაარსებლისა და რექტორის გოგი შათირიშვილის მიერ დაწერილ ტექსტზე შექმნილი იყალთოს ჰიმნი.

ფესტივალში ყველა მოსწავლე უდიდესო მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო. კლასებს სკოლის დირექციისგან სამახსოვრო სერტიფიკატები გადაეცათ.

„თავს იწონებდნენ კახური სუფრისთვის დამახასიათებელი ხინკალი, მწვადი, იქვე სახელდახელოთდ ამოვლებული ჩურჩხელები, თხილი კაკალი, თიხის ნაკეთობები, დოქები, ფიალები, მაწონი თიხის ქილებით, პატარა ქვევრები, ყანწები, სპილენძის ქვაბები , ორომი, გოდრები, ხის კასრები, ზედადგარი“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:


 
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება