სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში პროფესორ სანტიაგო რამონის საჯარო ლექცია გაიმართა
12-04-2018
-
+


კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტის დელეგაციას მასპინძლობს და სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს, პროფესორი სანტიაგო რამონი შეხვდა.

ესპანელ პროფესორს, თეორიულ განათლებასთან ერთად, მსხვილ საერთაშორისო კომპანიებში წამყვან პოზიციებზე მუშაობის რამდენიმე ათწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. მეწარმეობა, კვლევები და განვითარება, პროგრესი, სტრატეგიული ინსტრუმენტები - ეს იმ საკითხების არასრული  ჩამონათვალია, რომელზეც მომხსენებელმა დამსწრე საზოგადოებასთან ისაუბრა.

სანტიაგო რამონმა იმ  ბიზნეს მოდელების შესახებაც ისაუბრა, რომლებსაც კომპანიები ყველაზე აქტიურად და წარმატებით იყენებენ და მათ შორის - კანვას მოდელი გამოარჩია.

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმს დაეთმო, კსუ-ს პროფესორებმა და სტუდენტებმა მეწარმეობის, ფინანსებისა და დროის მენეჯმენტის საკითხებზე, ესპანელ პროფესორს დამატებითი შეკითხვები დაუსვეს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება