სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეტალონის“ გუნდი მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ Etaloni.ge-ს განახლებული საიტი
13-04-2018
-
+


„ეტალონის“ გუნდი მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ Etaloni.ge-ს განახლებული საიტი. 

ბოლო რამდენიმე თვეა ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს საიტის ვიზუალურ განახლებაზე. შედეგად მივიღეთ საიტი, რომელიც ვფიქრობთ, სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და მკითხველისთვის უფრო მოსახერხებელს ხდის ინფორმაციის გაცნობას. ის ნაცნობი ფერები და იდენტობა, რაც ჩვენმა მკითხველმა წლებია შეიყვარა, ასევე ჩვენი ოპერატიულობა და ხარისხი, რომელიც Etaloni.ge-ს უკვე ცნობილი სავიზიტო ნიშანია, ახალ საიტზეც, რა თქმა უნდა, შენარჩუნებულია.

საგანმანათლებლო სექტორის პოპულარიზაციისა და გააქტიურების საიტი - Etaloni.ge უკვე 3 წელია არსებობს ინტერნეტსივრცეში და ამ მცირე დროში მან მოახერხა, საგანმანათლებლო სფეროს აქტუალური და საინტერესო საკითხების გაშუქებაში ლიდერი გამხდარიყო.
  
სამი წლის განმავლობაში ჩვენი საიტი საქართველოს საჯარო თუ კერძო სკოლების, წარმატებული უმაღლესი სასწავლებლების შესახებ და საგანმანათლებლო სექტორში განვითარებულ ყველა მოვლენასა და სიახლეს ოპერატიულად გაცნობთ.      

ჩვენ ყოველდღიურად გთავაზობთ სტატიებს, ინტერვიუებსა და სიახლეებს, რომლებსაც ათიათასობით ადამიანი კითხულობს. მოხარულები ვართ, რომ Etaloni.ge საგანმანათლებლო სფეროში აღიქმება სანდოობის, ოპერატიულობისა და პრესტიჟულობის საზომად.

დიდი მადლობა ნდობისა და ერთგულებისთვის.   

Etaloni.ge განახლებული საიტით ისევ თქვენ გვერდითაა. ჩვენ დაუღალავად ვზრუნავთ, რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია ყველაზე აქტუალურ თემებზე ოპერატიულად და რაც მთავარია, ობიექტურად.   

მუდამ თქვენ გვერდით Etaloni.ge

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება