სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მარტყოფის N1 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების გლობალურ კვირეულს აქტიურად შეუერთდა 
27-10-2022
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლა მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის აღნიშვნაში აქტიურად ჩერთო. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღს საინტერესო ღონისძებებით აღნიშნავენ. 

კლასის დამრიგებლების, ხელოვნების მასწავლებლების, სამოქალაქო კლუბის წევრებისა და მოსწავლეთა თვითმართველობის ჩართულობით, სასკოლო დონეზე მრავალფეროვანი აქტივობები მედიაწიგნიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად დაიგეგმა.

დამრიგებლეებმა მედიაწიგნიერების შესახებ გაკვეთილები ჩაატარეს, სადაც მოსწავლეებს დეზინფორმაციის უარყოფით ზეგავლენებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

სამოქალაქო კლუბის მოსწავლეებმა: ანი მელელაშვილმა, თაკო ტაკაშვილმა, მარიამ სამსიანმა და მარიამ აზირაშვილმა მე-2 - მე-6 კლასის მოსწავლეებს წარუდგინეს პრეზენტაციები, დაამზადეს პლაკეტები, შექმნეს ქვიზები და უმცროსკლასელებში ხელი შეუწყვეს მედიაწიგნიერების ცნების აქმას და მედიასამყაროში ნავიგაციის უნარების განვითარებას. ასევე, კომუნიკაციების კომისიის მიერ წინასწარ მიწოდებული საგანმანათლებლო მასალების მიხედვით, მოსწავლეებმა თავად დაამზადეს და გამოფინეს საინფორმაციო ბანერები, რომლებზეც ყალბი ინფორმაციის აღმოჩენისთვის საჭირო და აუცილებელი რჩევები იყო დატანილი.

ხელოვნების მასწავლებლების დახმარებით, უმცროსკლასელებმა ნახატებით გადმოსცეს საკუთარი დამოკიდებულება მედიაწიგნიერების შესახებ და გამოფენაც მოაწყვეს სკოლის დერეფნებში.

სახელმწიფო ენის კათედრამ ესეების კონკურსი გამოაცხადა საბაზო საფეხურის მოსწავლეებში, ისეთ თემებზე, როგორიცაა 21-ე საუკუნეში ინფორმაციის მოძიების გზები და ყალბი ინფორმაციის მავნე ზეგავლენა.

სამაქალაქო კლუბის მოსწავლეები კი, საშუალო საფეხურზე ატარებენ კონფერენციას, სადაც ისინი იმსჯელებენ, ასევე რა არის ყალბი ინფორმაცია და რა მავნე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია მას.

„უფროსკლასელმა მოსწავლეებმა მედიაწიგნიერების თემაზე დაამზადეს ელექტრონული პლაკატები და ფლაერები, აგრეთვე, სკოლის საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელმა მოამზადა პრეზენტაცია 10 მნიშვნელოვანი რჩევით, თუ როგორ ამოვიცნოთ ყალბი ინფორმაცია. შექმნილი რესურსები გაზიარდა მოსწავლეთა და მშობელთა დახურულ სოციალურ ჯგუფებში, რაც, ასევე, ხელს შეუწყობს სასკოლო საზოგადოებაში
ყალბი მედიაინფორმაციის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება