სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ის ჯერ არაღმოჩენილი ცივილიზაციაა და მსოფლიო ასე გაიცნობს“- გაიცანით, ასკანის საჯარო სკოლის უსაზღვრო შესაძლებლობებით დაჯილდოებული მოსწავლე თაზო ჯოჯუა
28-10-2022
-
+


ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანის საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებას სკოლა დიდი სიხარულით გვიზიარებს.

ერთ-ერთი ასეთი გამორჩეული მოსწავლეა თაზო ჯოჯუა. მას სკოლისთვის საამაყოდ მიზეზი არაერთხელ მიუცია. თაზომ, 2020 წელს, UNISEF-ის და Helping Hand-ის წარდგინებით, წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილოდო მოიპოვა, წელს კი CSRDG-ის მიერ ორგანიზებულ სათემო ფორუმზე ნომინირებულ წლის საუკეთესო სათემო ლიდერთა 6-ეულში გამარჯვებისთვის იბრძვის.

სკოლაში მას ახასიათებენ, როგორც მიზანსწრაფულ და უსაზღვრო შესაძლებლობებით დაჯილდოებულ მოსწავლეს. 

„ის ჯერ არაღმოჩენილი ცივილიზაციაა და მსოფლიო მას ასე გაიცნობს“- ასე გვაცნობს სკოლის მასწავლებელი ეკატერინე ქუთათელაძე 16 წლის მოზარდს და მის მირ დაძლეულ ცხოვრებისეულ სირთულეებსა და წარმატებებზე გვიყვება. 

„9 თვის იყო, როცა უმძიმესი დამწვრობა მიიღო.1 წლის ბიჭუნა კი მამიდამ და მისმა მეუღლემ გურიაში წამოიყვანა და სოფელ ასკანაში გაზარდა. უამრავი ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. ბავშვობაში ჰქონდა წყენა, რათა „უცნაურად“ აღიქვამდნენ. მიუხედავად ამისა, გარემოსთან შეგუება არ გასჭირვებია... სოფლის ეკლესიაში ყველას ახარებდა პატარა, სტიქაროსანი ბიჭის გამოჩენა. მისი ერთგულება, შრომა და თავდაუზოგაობა მისაბაძ მაგალითად იქცა. აქტიური სამოქალაქო  ინიციატივებითა და დემოკრატიული ღირებულებებით გამოჰყვა ბავშვობის ბილიკებს. მე-6 კლასელი, ოზურგეთის ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის მოსწავლე ხდება და მას შემდეგ უამრავი ინოვაციური მიდგომების, სამოქალაქო პროექტების ინიციატორი და ხელმძღვანელია. 

ასკანის საჯარო სკოლაში, მის ირგვლივ შეკრებილა მოსწავლე-მასწავლებელი, სათემო საზოგადოება და ასე, ერთიანი ძალებით აყალიბებენ ზრუნვასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებულ სასკოლო კულტურას.

2020 წელს, UNISEF-ის და Helping Hand-ის წარდგინებით, წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილოდო მოიპოვა, წელს კი CSRDG-ის მიერ ორგანიზებულ სათემო ფორუმზე ნომინირებულ წლის საუკეთესო სათემო ლიდერთა 6-ეულში გამარჯვებისთვის იბრძვის. ველით მის გამარჯვებას!

როცა გარეთ 2022 წელია, ეს ბიჭი უცხოპლანეტელი მგონია, შეუსწავლელი თავისი შესაძლებლობებითა და მიზნების ფორმულირებით. ბავშობიდან დაიწყო შეჯიბრება საკუთარ თავთან. ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი და გულიანი 16 წლის ბიჭია. დამერწმუნეთ, ჯერ არაღმოჩენილი ცივილიზაციაა და მსოფლიო მას ასე გაიცნობს“,-  გვეუბნება მასწავლებელი ეკატერინე ქუთათელაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბანაკის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და წინსვლასა და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება