სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ალპანის საჯარო სკოლაში მედიაწიგნიერების დღეს კვირეული მიეძღვნა
26-10-2022
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ალპანის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თარიღებს ყოველთვის საინტერესო აქტივობებით აღნიშნავენ.

ამჯერად, სკოლაში მედიაწიგნიერების დღეს მრავალფეროვანი კვირეული მიეძღვნა.

I დღე მედიაწიგნიერების საჭიროების შესახებ საუბარს დაეთმო და სხვადასხვა საინტერესო ვიდეორგოლები აჩვენეს. მეორე დღეს კი ყალბი ინფორმაციების შესახებ ისაუბრეს.

„2021 წელს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეზოლუციაში, რომლის თანაავტორიც საქართველოა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად მედიაწიგნიერებაა დასახელებული. რეზოლუციის შედეგად საქართველო 2021 წლიდან იღებს მონაწილეობას მედიაწიგნიერების კვირეულში, რომელიც ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირაში გაიმართება. ალპანის საჯარო სკოლა ვუერთდებით ამ შესანიშნავ ღონისძიებას - „მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის ღონისძიება - მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“.

24 ოქტომბერი 2022 წელი. კვირეულის ფარგლებში, კვირეულის პირველ დღეს ვისაუბრეთ მედიაწიგნიერების საჭიროებისა და როლის შესახებ.

ნაჩვენები იყო ვიდეორგოლები: „მედიაწიგნიერება და სანდოობა“, „მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება“, ამონარიდი ტელეგადაცემიდან „მედიაწიგნიერება სკოლაში“, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა სალომე ფრუიძემ წარმოადგინა პრეზენტაცია „მედიაწიგნიერება“-ის შესახებ.

25 ოქტომბერი 2022 წელი - „მედიაწიგნიერების გლობალური კვირეულის ღონისძიება - მედიაწიგნიერების დღე სკოლებში“. კვირეულის მეორე დღე - ყალბი ინფორმაციის იდენტიფიცირების ხერხები შესახებ,

საინტერესო პრეზენტაცია წარმოგვიდგინა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, სალომე ფრუიძემ.

მნიშვნელოვანია, რომ კვირეულის ფარგლებში მოსწავლეთა ჩართულობა და დაინტერესება ძალიან დიდია“, - აღნიშნეს სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება