სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ბრწყინვალე წარმატება საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“
26-10-2022
-
+


საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბრწყინვალედ იასპარეზეს. 

„საჩხერის ეტალონი მოსწავლე“ სწორედ ამ სკოლოს მეცხრე კლასის მოსწავლე თათია ლომიძე გახდა. მეორე ადგილი კი თორნიკე მოდებაძემ დაიკავა. 

კონკურსის პირველ ეტაპზე 18 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 7 მეორე ეტაპზე გადავიდა. 

სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით განსაკუთრებულად ამაყობენ და წინსვლას უსურვებენ. ქორეთის საჯარო სკოლა მადლობას უხდის გეოგრაფიის პედაგოგ მაია შუკაკიძეს ამ პროექტის ხელშეწყობისათვის. ასევე, მადლობას უხდიან პროექტის ხელმძღვანელს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილსა და განათლების სამინისტროს.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

„სასიხარულო სიახლე ქორეთის საჯარო სკოლაში.
დიდი მადლობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომლის მხარდაჭერითაც მიმდინარეობს საქართველოს ეროვნულ ინტელქტ-ჩემპიონატი ,,ეტალონი" დისტანციური ფორმატით და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის ამაღლება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების გამოყენება. მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი მაღალი დონის პროექტის შექმნისათვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება