სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ახალი სტანდარტი ხელს შეუწყობს გრძელვადიან მიზნებზე ორიენტირებული საგანმანათლებლო ლიდერის ჩამოყალიბებას“-მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორი გია ბიძიშვილი
25-10-2022
-
+


საგანმანათლებლო სფეროში მიმდინარე სიახლეებზე საქართველოს სკოლების წარმატებული დირექტორების აზრი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამიტომ, etaloni.ge აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლის დირექტორ გია ბიძიშვილს დაუკავშირდა და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე მისი კომპეტენტური მოსაზრება მოისმინა. 

- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე?თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი? რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავთ სწავლების ამ მიდგომაში? 

- მაიდნის საჯარო სკოლაში ეს მეთოდი არ დანერგილა, თუმცა ვფიქრობ, რომ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეებიც ექნება.  

- როგორც ცნობილია, დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი. როგორია თქვენი შეხედულება განახლებულ დოკუმენტზე? თქვენთვის საინტერესო რომელ საკვანძო საკითხებს გამოყოფდით ახალ სტანდარტში? 

- ვფიქრობ, სკოლის დირექტორის განახლებული სტანდარტის ხუთივე კომპონენტი ხელს შეუწყობს დირექტორის, არა როგორც მენეჯერის, არამედ როგორც გრძელვადიანი მიზნების მიღწევაზე ორიენტირებული ეფექტური საგანმანათლებლო ლიდერის ჩამოყალიბებას.  

- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე? 

- ჩემთვის სასკოლო გარემო ნიშნავს სწავლას მოწყურებულ მოსწავლეებს, მოსწავლეების შედეგებზე ორიენტირებულ პედაგოგებს, სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართულ მშობლებს, ერთ დიდ გუნდად შეკრულ სასკოლო საზოგადოებას, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ურთიერთპატივისცემასა და თანამშრომლობაზე დაყრდნობით სასკოლო კულტურის ერთობლივად ჩამოყალიბებაზე.  

- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად თქვენი სკოლისთვის საინტერესო რომელ სიახლეებს გამოყოფდით განსაკუთრებით? 

- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად გამოვყოფდი ძალზე საინტერესო სიახლეს, ზაფხულის განმვალობაში სკოლის საინიციატივო ჯგუფი მუშაობდა სასკოლო პროექტის დაგეგმვაზე, რომლის განხორციელებასაც ერთობლივად შევუდექით ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე, ასევე სახანძრო უსაფრთხოების მიზნით სამისამართო სიგნალიზაციის უზრუნველყოფასა და სამედიცინო კაბინეტის მოწყობას.  

- თქვენი აზრით რას უნდა მიანიჭოს მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა? 

- მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მოსწავლის ინდივიდუალიზმს, სწავლის სტილსა და ინტერესის სფეროს, მოახერხოს მათი უნარების მაქსიმუმის რეალიზება,  რათა მოსწავლეებმა შეძლონ მიღებული ჩვევების პრაქტიკაში დანერგვა-გამოყენება და ცხოვრების სწორად წარმართვა.  


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რის მიხედვით ცხადდება ვარიანტი რთულად - დეტალური ინფორმაცია ქულის გათანაბრების შესახებ

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ქეთევან ცალუღელაშვილმა ინგლისურ ენაში უმაღლესი 70 ქულა მოიპოვა. ასევე 70-დან 70 ქულა აქვს ირაკლი ბეკურაულს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება