სიახლეები
პიროვნება, ინტერვიუ

„არ გვაქვს ბულინგის შემთხვევები, არ გვყავს მწეველები, WiFi-ს პაროლსაც კი არ ვუმალავ ბავშვებს“ - მანუჩარ ფანჩულიძე, ძევრის საჯარო სკოლის დირექტორი
25-10-2022
-
+


ჯვაროსნები, ეგვიპტელი ფარაონები, ბიზანტიელი ისტორიკოსები... ეს უშანგი სოფრომაძის სახელობის, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, ძევრის საჯარო სკოლაში, მოდელირებული გაკვეთილების არასრული ჩამონათვალია; დღე არ გავა, მოსწავლეებმა ისტორიისა და ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროში არ იმოგზაურონ და როგორც სკოლის ხელმძღვანელი, მანუჩარ ფანჩულიძე etaloni.ge-სთან ამბობს, ეს ბავშვების დამსახურებაა - სწორედ მათ აქვთ მოთხოვნა, მხოლოდ 45 წუთიანი გაკვეთილით კი არ შემოიფარგლონ, მცირე ხნით თავად გახდნენ ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის მონაწილენი და ლიტერატურული ნაწარმოების პერსონაჟები. „ასე ნასწავლი მათ არასოდეს დაავიწყდებათ...“ ჩვენთან მნიშვნელობა არ აქვს ნიშანს, მთავარია ქვეყანას აღვუზარდოთ პატრიოტი, ღირსეული მოქალაქეები“ - აღნიშნავს ბატონი მანუჩარი, არაერთ საინტერესო საკითხზე გვესაუბრება და გვიმხელს, პანდემიის დასრულების შემდეგ, სასწავლო პროცესი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, მართალია დიდად ხელი არ შეუშლია, თუმცა გარკვეულ გავლენას მაინც ახდენდაო...

- ბატონო მანუჩარ, რეალურად, იმოქმედა პანდემიამ სწავლების ხარისხზე?

- თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს სკოლაში სწავლა-სწავლების ხარისხს, პანდემიამ, ფაქტობრივად, ვერაფერი დააკლო; რეგულაციების სრული დაცვით, არც საზაფხულო ბანაკები გაგვიჩერებია, არც ზამთრის ბანაკები, არც - საკვირაო სკოლები...

- საკმაოდ აქტიურია თქვენი სკოლა და გამოირჩევა სხვადასხვა ღონისძიებებით ეს დირექტორის მიდგომაა თუ სკოლის ტრადიცია?

- ჩვენს სკოლას 70-წლიანი ისტორია აქვს და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი სკოლის მოდელმა დიდი გასაქანი მოგვცა არაფორმალური განათლების მიმართულებით; ახალმა მეთოდებმა განაპირობა, რომ საინტერესო გამხდარიყო ბავშვებისთვის სასკოლო ცხოვრება. 45-წუთიანი გაკვეთილის მიღმა, ბავშვები თავად იგონებენ სხვადასხვა აქტივობას, დგამენ მინი-სპექტაკლებს... გვაქვს თეატრი, გვყავს ლექტორთა ჯგუფი, მოსწავლეებს მიეცათ საშუალება, წარმოაჩინონ საკუთრი შესაძლებლობები და სწორ მიმართულებას თუ მისცემ ბავშვს, ის აუცილებად გამოავლენს შესაძლებლობებს.

- ეს იყო თქვენი მიზანი, როდესაც დირექტორად მოდიოდით ძევრის სკოლაში?

- მე ძევრის სკოლის მოსწავლე ვიყავი, 46 წელი ამ სკოლაში ვარ... ბაღშიც აქ ვიარე, რადგან არასტანდარტული შენობაა და მოხარული ვარ, რომ მომავალი წლიდან იგეგმება ახალი სკოლის მშენებლობაც...

რაც შეეხება მიზანს, ვფიქრობ, ძევრის საჯარო სკოლამ არაერთხელ, ყველას დაუმტკიცა, რომ ინფრასტრუქტურა მეორხარისხოვანია და მთავარია, ბავშვებს შევუქმნათ ისეთი გარემო, მათ შეძლონ საკუთარი უნარ-ჩვევების წარმოჩენა. იცით, ძევრის საჯარო სკოლიდან ბავშვები სხვა სკოლაში არ გადადიან და სოფლის პირობაზე, ჩვენი სკოლა მოსწავლეთა რაოდენობით ერთ-ერთი მოწინავეა - ამჟამად, 136 ბავშვი გვყავს,  ეს კი ჩვენს  სინამდვილეში არ არის მცირე კონტინგენტი.

მე, პირადად, ისტორიას ვასწავლი და ყველას მოვუწოდებ - მოდელირებით, იმიტირებით საგანში მეტად დავანიტერესებთ; გვქონდა ჯვაროსნული ლაშქრობის მოდელირება, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩვენი მოსწავლეები თვითონ არიან პაპები, ეგვიპტელი ფარაონები, ბიზანტიელი ისტორიკოსები...  ჩვენს სოფელში არის ქვის ხანის ძეგლი - საგვარჯილე, სადაც ვუტარებ გაკვეთილებს ქვის ხანის შესახებ, ბავშვებიც ამ ყველაფერში დიდი ინტერესით არიან ჩართულები, თვითონ მოაქვთ მასალები, თვითონვე ქმნიან  სცენარს და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შვეუწყოთ ხელი, რადგან ასე ნასწავლი არასოდეს დაავიწყდებათ, ვიდრე ის, რომ ჩამოვკიდო რუკა და ვუთხრა - ესა და ეს ისტორიული მოვლენა, აქა და აქ მოხდა.

- ესე იგი, თქვენს სკოლაში ისტორიის საგანი ყველა მოსწავლეს უყვარს.

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 13 აბიტურიენტიდან, 2022 წელს, 12-მა ეროვნულები ისტორიით ჩააბარა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისტორია ნამდვილად უყვართ ჩვენს მოსწავლეებს.

იცით, მსგავსი მიდგომა ყოველთვის ამართლებს და ნამდვილად გამორჩეულები არიან ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეები; ჩვენ არ ველოდებით სხვადასხვა ორგანიზაციებს, როდის მოგვაქცევენ ყურადღებას, თავად გვაქვს კონკურსები, გვაქვს ბანაკები, ვქმნით პროექტებს, გაგვაჩნია საკუთარი სისტემა და ამაში ტოლს არავის ვუდებთ!

- ამ მიდგომებიდან გამომდინარე, ალბათ საერთოდ არ გიჭირთ ბავშვებთან ურთიერთობა, ხომ?

- რა თქმა უნდა! ძევრის სკოლა არის მწვანე სკოლა, არ გვყავს მწეველები, არ გვაქვს ბულინგის შემთხვევები, ვაიფაის პაროლიც კი არ არის დამალული ბავშვებისთვის. ყველამ ყველაფერი იცის, ოღონდ ისიც იციან, თუ სად არის წითელი ხაზი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ყველა რესურსი საგანმანათლებლო მიზნებისთვის.

ჩვენ არ გვაინტერესებს, ვინ, რა ნიშანს მიიღებს, გვინდა, რომ ჩვენს ქვეყანას აღვუზარდოთ სამშობლოზე შეყვარებული, კეთილსინდისიერი ახალგაზრდები. თამამად ვიტყვი - არც ერთი დამნაშავე არ გაუზრდია ძევრის საჯარო სკოლას!

- მობილურები დაშვებულია თქვენს სკოლაში?

- მე არ ვიცი, რატომ უნდა შექმნას დისკომფორტი მობილურმა სკოლაში, თუ ბავშვი მას საჭიროებისამებრ იყენებს. დიახ, ჩვენს გვაქვს ფუფუნება, ვიცხოვროთ  21-ე საუკუნეში, სადაცაა განვითარებული ტექნიკა, ხელმისაწვდომია ინტერნეტი და გაუგებარია, ბავშვებს რატომ უნდა დავუშალოთ ეს ყველაფერი?! ოღონდ, ამან საგაკვეთილო პროცესს არ უნდა შეუშალოს ხელი.

- ისტორიას ასწავლით და შეუძლებელია არ გკითხოთ, საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლების შესახებ. მოგწონთ ეს სიახლე?

- ბავშვებს აქვთ საშუალება, ისწავლონ საქართველოს ისტორია ამომწურავად და თან მსოფლიო ისტორიასთან მიმართებით - ესაა ძალიან დიდი ნახტომი ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, მოტივაციის მიმცემი; სწორად, მეათე კლასში ყალიბდება მსოფლმხედველობა და საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლება, შეუქმნის ჩვენს ბავშვებს სრულფასოვან წარმოდგენას.

- როგორც პედაგოგი, გამოცდებს თუ ემხრობით, ბატონო მანუჩარ?

- ვფიქრობ, მასწავლებლების გამოცდები  უნდა ტარდებოდეს, იმიტომ, რომ 1990 და 2000 წლებში აღებული დიპლომით, შეუძლებელია, ხარისხზე გვქონდეს პრეტენზია. შეიძლება იყო ძალიან მაგარი მასწავლებელი, მაგრამ თანამედროვეობას თუ არ აუწყვე ფეხი, შედეგს ვერ მიიღებ;

ასევე საჭიროა დირექტორების სერტიფიცირება - სკოლის ხელმძღვანელი არ უნდა იყოს მხოლოდ მენეჯერი; დირექტორი არის საგანმანათლებლო ლიდერი და მხოლოდ ბიუჯეტის მართვა წინ ვერ წაგვიყვანს. ჩემს სკოლაში ყველას შეუძლია გამოხატოს აზრი, გამოიჩინოს ინიციატივა და ჩემი, როგორც ლიდერის მოვალეობაა, ხელი შევუწყო მოსწავლესაც და მასწავლებელსაც.


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება