სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ჯანსაღი ცხოვრება“- თბილისის N104 საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეთა საინტერესო ღია გაკვეთილი
24-10-2022
-
+


თბილისის N104 საჯარო სკოლის მე-2 კლასში ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ასმიკ არაქელიანმა ღია გაკვეთილი - „ჯანსაღი ცხოვრება“ ჩაატარა. 

გაკვეთილი სკოლაში ამავე სახელწოდების მიმდინარე პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტში ყველა კლასი მონაწილეობს მოსწავლეებმა აღნიშნულ თემაზე ნახატები, პლაკატები და ელექტრონული რესურსები უნდა წარმოადგინონ.

მე-2 კლასში გამართულმა გაკვეთილმა საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. მოსწავლეები მის მიმდინარეობაში დიდი მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ. 

რაც შეეხება თავად პროექტს „ჯანსაღი ცხოვრება“, მისი დღისწესრიგი შემდეგნაირია:

- II-IV კლასის დამრიგებლები ჩაატარებენ საუბარს „არ ვაბინძურებთ პლანეტას“. თან დაურთავენ ნახატებს;
- V-VI კლასის დამრიგებლები ჩაატარებენ კლასის საათს „როგორ ვიკვებოთ სწორად“. თან დაურთავენ პლაკატებს;
- VII-IX კლასის დამრიგებლები ჩაატარებენ კლასის საათს „ჯანმრთელი და აქტიური ცხოვრების წესი“. მოსწავლეებმა უნდა წარმოადგინონ პლაკატები აღნიშნულ თემაზე;
- X-XII კლასის დამრიგებლები ჩაატარებენ კლასის საათს „ეკოლოგია“. თან დაურთავენ პლაკატებს;
- ბიოლოგიის და ბუნებისმეტყველების მასწავლებლები ჩაატარებენ ღია გაკვეთილს პროექტის ,,ჯანსაღი ცხოვრების“ ფარგლებში;
- სკოლის ყველა მოსწავლე იმუშავებს პროექტის ,,ჯანსაღი ცხოვრება“ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემაზე ,,ვიტამინები ჩვენს ცხოვრებაში“. მოსწავლეები თან დაურთავენ ელექტრონულ რესურსებს: სლაიდები, ვიდეო ჩანაწერები და სხვა;
- სკოლის ექიმი პროექტის ,,ჯანსაღი ცხოვრების“ ფარგლებში ჩაატარებს ვიქტორინას მე-8 და მე-9 კლასებში, 2022 წლის 17 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრამდე. გამარჯვებული მოსწავლე დაჯილდოვდება სიმბოლური პრიზით.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საკლასო პრაქტიკის შეფასება და გაანალიზება - მასწავლებლებისთვის სახელმძღვანელო შეიქმნა

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება