სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლებში ახალი მასშტაბური პროექტი იწყება
11-04-2018
-
+


თავდაცვის სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად მასშტაბურ პროექტს - „ჩვენი ჯარი“ იწყებს. 

როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში აცხადებენ, პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება და პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავება. „ჩვენი ჯარი“ 10 აპრილიდან იწყება და საქართველოს რეგიონებს ეტაპობრივად მოიცავს.

პროექტის ფარგლებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები თბილისისა და საქართველოს რეგიონების სკოლებში, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიის, მიზნებისა და ამოცანების, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმების, სავალდებულო და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის, რეზერვისა და მობილიზაციის კონცეფციის, შეიარაღებულ ძალებში განათლების შესაძლებლობების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების, საერთაშორისო მისიებში და საერთაშორისო წვრთნებსა და სწავლებებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ლექციებს წაუკითხავენ. 

პროექტი „ჩვენი ჯარი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა თბილისის 175-ე საჯარო სკოლაში წარადგინეს, სადაც მოსწავლეებს პროექტის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას გააცნეს და პირველ ლექციას დაესწრნენ.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება