სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სემინარზე „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ რეგისტრაცია გამოცხადდა
11-04-2018
-
+


2014 წლიდან სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება:

  • სემინარი მასწავლებლებისათვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“;
  • კონკურსი მასწავლებლებისათვის – საუკეთესო პროექტების გამოვლენა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო განრიგში ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით.
პროექტის პირველი ეტაპი - სემინარი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიმართება 7-8 მაისს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ქართველ და უცხოელ საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.

პროექტში ჩართვა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის (მათ შორის, იმ პედაგოგებს, რომლებიც ქართულს მეორე ენად ასწავლიან), გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელს.

რეგიონიდან ჩამოსული 60 პედაგოგისთვის უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროში განთავსება, კვება, თბილისში შიდა ტრანსპორტირება.

რეგისტრაცია მიმდინარეობს 24 აპრილის ჩათვლით. ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, სემინარის მონაწილე პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილების, საგნობრივი მიმართულებებისა და რეგიონული გადანაწილების პრინციპის საფუძველზე. მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე.

პროექტის კოორდინატორები აპრილის ბოლომდე მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდებიან.
______________________

სემინარში „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ მონაწილეობა გულისხმობს პროექტის კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც, რომლის მიზანია პედაგოგების მიერ საუკეთესო პროექტის/ინიციატივის გამოვლენა. კონკურსში ჩართვის მსურველ პედაგოგებს მიეცემათ კონკრეტული ინსტრუქცია და ვადა პროექტების/ინიციატივების მოსამზადებლად. მუშაობის პედიოდში პედაგოგებს გაეწევათ სათანადო კონსულტაციები. გათვალისწინეულია გამარჯვებული პროექტების/ინიციატივების დასაჩუქრება.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება