სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არეშფერანის საჯარო სკოლაში „კოსტაობის“ დღესასწაული მოკრძალებულად აღინიშნა
18-10-2022
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან და ლამაზ თარიღებს მუდამ განსაკუთრებულ აქტივობებს უძღვნიან.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ყოველი წლის 15 ოქტომბერს პოეტის, განმანათლებლისა და მხატვრის, კოსტა ხეთაგუროვის დაბადებას განსაკუთრებულად ზეიმობენ. ამ დღეს გრანდიოზული აქტივობებით აღნიშნავენ, თუმცა წლევანდელი წელი მრავალფეროვანი ღონისძიებებით არ აღინიშნა.

თბილისში მომხდარი ტრაგიკული მოვლენის, რომელსაც 13 წლის გოგონას დაღუპვა გამოიწვია, სახალხო დღესასწაულის - „კოსტაობა“ კულტურული ღონისძიებების გადადება გამოიწვია. სასკოლო საზოგადოებამ გარდაცვლილი გოგონას ხსოვნას პატივი მიაგო და დაღუპულის ოჯახის მწუხარება გაიზიარა.

მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მცირედი ღონისძიება მოაწყეს და საკუთარი სახლებიდან მოტანილი საშემოდგომო ხილით სკოლის გარემო გაალამაზეს. 

„კოსტა ლევანის ძე ხეთაგუროვი - დაიბადა 15 ოქტომბერს 1859 წელს. იგი საყოველთაოდ მოიაზრება, როგორც ოსური ლიტერატურის დამფუძნებელი; პოეტი, განმანათლებელი, მხატვარი. 1899 წელს გამოსცა ლექსების კრებული „ოსური ლირა“, რომელშიც პირველად გამოქვეყნდა ლექსები ბავშვებისთვის ოსურ ენაზე.

ტრადიციულად 15 ოქტომბერს წლების მანძილზე ლაგოდეხის რაიონ სოფელ არეშფერანში აღინიშნებოდა „კოსტაობა“ კულტურულ-სპორტული ღონისძიებებით, ქვეყნის მაშტაბით იკრიბებოდნენ და სტუმრობდნენ არეშფერანის თემსა და სოფელს და გრანდიოზულად ზეიმობდნენ ამ დღეს.

ქვეყანაში შექმნილმა ტრაგიკულმა მდგომარეობამ, თბილისში 13 წლის გოგონას დაღუპვამ ქვეყნის მაშტაბით დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების გადადება და გაუქმება გამოიწვია. ეს ის მცირედია, რაც უბრალო ხალხს და მოსახლეობას შეგვიძლია გავაკეთოთ დაღუპულის ოჯახის საპატივსაცემოდ.  

არეშფერნის სკოლა და თემი დიდ მწუხარებას გამოთქვამს ამ ფაქტისადმი და იზიარებს ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას

„კოსტაობის“ დღეობასთან დაკავშირებით 17 ოქტომბერს არეშფერნის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა, საკუთარი ოჯახებიდან და ბაღ-ბოსტნებიდან მოიტანეს საშემოდგომო ხილი.  

საგაკვეთილო პროცესს ხელი რომ არ შეშლოდა და არ შეფერხებულიყო, გაკვეთილების დასასრულს სკოლის ფოიეში შეიკრიბა ყველა მოსწავლე და ზემოთ აღნიშნული ხილით სკოლა და პედკოლექტივი გაუმასპინძლდა. ეს იყო მცირედი ჟესტი მოსწავლეების წახალისებისთვის.

ბავშვების კმაყოფილი და მხიარული სახეები არასდროს დაავიწყდება სკოლის კედლებს. ისინი მუდამ უნდა იცინოდნენ და ჟრიამულიბდნენ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება