სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლაში მეტყევის დღე გარემოსდაცვითი ღონისძიებით აღინიშნა
17-10-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში მეტყევის დღე აღნიშნეს. 

ამ თარიღთან დაკავშებით, ბიოლოგიის მასწავლებლის, ეკოკომიტეტის წევრის ვალერიანი ფიფიას ინიციატივით, სკოლის ეზოს მწვანე საფარს კეთილშობილი ნაძვის ნერგები შეემეტა. ისინი სკოლას საჩუქრად ვალერიანე ფიფიამ კერძო მეურნეობიდან გადასცა.

ნაძვების დარგვაში სკოლის ეკოკლუბის წევრები, კლუბის ხელმძღვანელი მთვარისა ფიფია, ეკოკომიტეტის წევრი რობერტ გელოვანი და სპორტის მასწავლებელი ბადრი ჯინჯოლავა მონაწილეობდნენ. 

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლაში ეს დღე ტრადიციულად აღინიშნება.

„ვალერიანე ფიფია მოსწავლეებს ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ტყეს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, გარდა მისი უმთავრესი, ეკოლოგიური დანიშნულებისა, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში. მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის გაძლიერება,იძლევა საშუალებას, მერქნული რესურსების გონივრულ გამოყენებასთან ერთად, ეფექტიანად იყოს გამოყენებული ტყეების არამერქნული რესურსი, ტყეების რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალი, რაც უმნიშვნელოვანესია სოფლად განვითარებისთვის. საყურადღებოა, რომ შეიძლება სოფელ ეწერის სატყეო ფონდის პოტენციალის წარმართვა ამ მიმართულებით“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩარიცხვებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - დეტალები აბიტურიენტებისთვის

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ მოსწავლეებს აერთიანებს
 
„ჩვენს მონაწილეებს ვუსურვებთ წარმატებას, თავდაჯერებულობას და შთამბეჭდავ შედეგებს“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება