სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ეწერის საჯარო სკოლაში ლიტერატურული კაფე „ქიმერიონი“ შეიქმნა
17-10-2022
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლაში, მოსწავლეთა სურვილისა და მისწრაფებების გათვალისწინებით, ლიტერატურული კაფე „ქიმერიონი“ შეიქმნა. 

მისი ხელმძღვანელები მთვარისა ფიფია, ნანა ჯიქია და რობერტ გელოვანი არიან. 

ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა პირველი შეხვდრა, რომელიც იგავურ ენასა და მეიგაავეებს მიეძღვნა. მოსწავლეებმა ეზოპეს, ჟან დე ლაფონტენის, სულხან- საბა ორბელიანის, ივანე კრილოვის იგავ- არაკები წაიკითხეს. მათ შეხვედრაზე მათთვის საინტერესო იგავები წარმოადგინეს. შემდეგ ერთმანეთს ეზოპესა და სულხან - საბა ორბელიანის თითო იგავი - „სოფლის მაშენებლები“ და „ძაღლი, მამალი და მელა“ შეადარეს. მათ მსგავსება-განსხვავებები გამოკვეთეს და იგავების მთავრ სათქმელზე ისაუბრეს. გარდა ამისა, ამ იგავზე აგებული ნახატი ფილმის - „ტყის კვარტეტი“ ჩვენება გაიმართა. მოსწავლეებმა ფილმი ნაწარმოებს შეადარეს. 

ხელოვნების მასწავლებელმა ნანა ჯიქიამ ნახატი ფილმების მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებზე ისაუბრა.

მან მოსწავლეების - დიტო აბრალავას , ჯინო შონიას, ლუკა ქარდავას, გიორგი ქარდავას მიერ შესრულებული იგავების ილუსტრაციები შეაფასა და ნაწარმოებების ასე ღრმად გააზრებისა და წარმოდგენილი ნახატებისთვის მოსწავლეები შეაქო. 

შემდეგ მასწავლებელმა რობერტ გელოვანმა იგავური ენის წარმოშობის წინაპირობებზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა მის ფუნქციაზე, ჟანრისთვის დამახასიათებელ თავისებურებაზე.

ასევე, ძალიან საინტერესო იყო მთვარისა ფიფიას მიერ წარმოდგენილი მეიგავეთა ცხოვრებისეული ეპიზოდები, იგავების ახალი სიცოცხლე ეპოქის ცვლილებების კვალდაკვალ. 

ღონისძიებას სასწავლო ნაწილის გამგე მარიკა კიკალიშვილი ესწრებოდა, რომელმაც მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.

„მარიკა კიკალიშვილმა მადლობა გადაუხადა მასწავლებლებს და აღნიშნა, რომ ეს მიდგომა საუკეთესო გზაა მოსწავლეთა ლიტერატურული გემოვნების ჩამოსაყალიბებლად, სემიოტიკური კომპეტენციების გასავითარებლად...ლიტერატურული კაფეს მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული მერვე, მეცხრე და მეშვიდე კლასის მოსწავლეები“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება