სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 სკოლაში ირმა ხეცურიანის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცე გაიხსნა
17-10-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში ირმა ხეცურიანის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ სივრცე „ირმის ნახტომი“ გაიხსნა. 

სკოლამ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი, წყალტუბოს განვითარების ჯგუფის (LAG Tskaltubo), ორ დიდ საგრანტო პროექტში გაიმარჯვა.

გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე თეიმურაზ ჭეიშვილი, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მამუკა ჩხეტიანი, საკრებულოს წევრი ხათუნა მაღლაკელიძე, „წყალტუბოს განვითარების ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი თეონა ქობულაძე, კოორდიანტორი ლეილა აშორდია და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.  

სკოლის ორი სპორტული სივრცე სხვადასხვა სახეობის სპორტული ინვენტარითაა აღჭურვილი. მათ შორისაა - საჭიდაო ლეიბები, კრივის მთლიანი აღჭურვილობა, ბატუტი, ველოტრენაჟორი, ჭადრაკის დაფები, მაგიდის ჩოგბურთი, სარბენი ბილიკი და სხვა.

გარდა ამისა, სკოლის ბიბლიოთეკისთვის ქალაქის მერმა გენადი ბალანჩივაძემ წიგნები შეიძინა და პატარებს პირადად გადასცა. 
 
„პატარებმა „ძია მერს“ გულწრფელი და თბილი სიტყვებით მიმართეს და პირობა დადეს, რომ ყველა წიგნს წაიკითხავენ.
მადლობა ბ-ნ გენადის ჩვენი სასკოლო საზოგადოების ყველა წევრის სახელით“,- ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე-ქობულიამ ქალაქის ხელმძღვანელობასა და წყალტუბოს განვითარების ჯგუფის - „ლაგი" წარმომადგენლებს, გვერდით დგომისა და დახმარებისთვის დიდი მადლობა გადაუხადა.

გარდა ამისა, მან, გვერდით დგომისა და დაუღალავი საქმიანობისთვის მადლობა სკოლის კოლექტივს, განსაკუთრებით კი, თავის კოლეგებს გურამ ჩიხლაძეს, ტარიელ გველესიანს და ალექსანდრე ბურჯანაძეს,  გადაუხადა. 

„სკოლის განვითარებისთვის, მომავალი თაობების ჯანსაღად აღზრდისთვის სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი, უსაზღვროა პატარების სიხარული. ჩვენ აქტიურად გავაგრძელებთ სკოლის განვითარებისთვის საჭირო ქმედით ღონისძიებებს, სასკოლო საზოგადოების სამივე შტოს ერთად მუშაობით“,- განაცხადა სკოლის დირექტორის მ/შ მაია ნუცუბიძე-ქობულიამ.
 
ღონისძიებას ქართული ენის მასწავლებლები - მანანა ჯავახაძე, ქეთევან სვანიძე და მუსიკის მასწავლებელი ხათუნა იობაშვილი უძღვებოდნენ.

შეხვედრის ბოლოს საზეიმო კონცერტი გაიმართა.

იხილეთ ფოტოები:
 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება