სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

სენაკის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს
12-10-2022
-
+


ჟიული შარტავას სახელობის სენაკის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პედაგოგების - სოფო შეროზიას და ხათუნა ქირიას დამსახურებით ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

პირველკლასელებს პედაგოგებმა ქართული ასოების სწავლა ნამდვილ დღესასწაულად უქციეს.

Iა კლასში მასწავლებლის სოფო შეროზიას ხელმძღვანელობით გაკვეთილი სასიამოვნო სიურპრიზებით დაიწყო, რომელიც მრავალფეროვანი აქტივობებით იყო გაჯერებული. მოსწავლეებმა შეაბიჯეს ზღაპრულ სამყაროში, სადაც მეგზურობას უწევს უნიჭიერესი სოფო მასწავლებელი.

„ბავშვები აღტაცებულები, ანთებული თვალებით და დიდი სიყვარულით გადმოგვცემდნენ ინფორმაციას დიდ იაკობზე და ახასიათებდნენ გაზაფხულის მახარობელ ულამაზეს ყვავილს იას. ვულოცავთ მოსწავლეებს და მასწავლებელს ამ ამაღელებულ დღეს და ვუსურვებთ წარმატებებს“, - ამბობენ სკოლაში.

ხათუნა ქირიამ კი Iბ კლასში ანბანის სწავლა ღია გაკვეთილით დაიწყო, რომელსაც წამძღვარებული შემდეგი სიტყვები ჰქონდა: „ერთხელ დაბადებული ქართველი კაცი, მეორედ მაშინ იბადება როცა იაკობ გოგებაშვილის „დედაენას“ ხელში პირველად აიღებს. აიღებს გადაშლის და თითქოს ისევ დაიბადაო, ამ სამზეოს სულ სხვაგვარად დაინახავს“. 

ღია გაკვეთილმა მოსწავლეებს ამაღლებული განწყობა შეუქმნა და მოსწავლეთა გაცისკროვნებული თვალები საზეიმო გარემოს ქმნიდა.

გაკვეთილს დირექციის წარმომადგენლები დირექტორი დემნა ჭანტურია და მისი მოადგილე თეა ფუტკარაია ესწრებოდნენ. გაკვეთილის სტუმრებმა მოსწავლეებს ეს ღირსშესანიშნავი დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება