სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის 4 პედაგოგი პროფესიული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
12-10-2022
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის პედაგოგები: დავით ნიშნიანიძე, ნანა ყანთელაძე, ნინო გუგეშაშვილი და ნათელა ნემსაძე ამაგდარი მასწავლებლის სამკერდე ნიშნითა და პროფესიაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდნენ.

5 ოქტომბერი მასწავლებელთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მერია ყოველ წელს ამაგდარ და მოწინავე პედაგოგებს აჯილდოებს. აღნიშნულში სკოლის პედაგოგები ყოველწლიურად შესარჩევ კონკურსში მონაწილეობენ და იმარჯვებენ.

წელს, მასწავლებელთა დღეს ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლიდან ამაგდარი მასწავლებლის სამკერდე ნიშნითა და საჩუქრით თავიანთ პროფესიაში მიღწეული წარმატებებისათვის დაჯილდოვდნენ: ფიზიკის მასწავლებელი, ფიზიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი დავით ნიშნიანიძე, ბიოლოგიის მასწავლებელი, ნანა ყანთელაძე.

მოწინავე მასწავლებლის ნომინაციაში კი ფიზიკის მასწავლებელი ნათელა ნემსაძე და დაწყებითი სწავლების პედაგოგი ნინო გუგეშაშვილი დაჯილდოვდნენ.

„ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს ამ აღიარებას, ჯანმრთელობასა და წარმატებებს ვუსურვებთ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება