| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნატანების საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
კლასის ხელმძღვანელმა, ირმა ანდღულაძემ და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნანა ზოიძემ მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად იზრუნეს და საანბანო პერიოდის დაწყება დღესასწაულად უქციეს.
საკლასო ოთახში პატარებს საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დახვდათ. პედაგოგებმა მოსწავლეებს მრავალფეროვანი აქტივობებში შესთავაზეს. პირველკლასელები კი სასწავლო პროცესში ხალისით ჩაერთვნენ, იაქტიურეს და ანბანის შესწავლა დიდი ინტერესით დაიწყეს.
სკოლაში პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას ულოცავენ და პედაგოგებს კი შთამბეჭდავი საზეიმო გაკვეთილისთვის მადლობას უხდიან.
„ჩვენს პირველკლასელები, რომლებიც იისფრად იყვნენ შემკული დიდი მოლოდინით ელოდებოდნენ ანბანს. „დღეს ჩვენთან უძვირფასესი სტუმრის მოსვლის დღე დგებაო ...... გზად ია ვარდი მოვფინეთ ანბანი მობრძანდებაო“. დაე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს მათი პირველი ნაბიჯები სწავლის სამყაროში. მადლობა, კლასის ხელმძღვანელს, ირმა ანდღულაძეს და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, ნანა ზოიძეს, რომელმაც ასეთი ზღაპრული სამყარო მოუწყვეს პატარებს. ცალკე მადლობა მშობლებს გვერდით დგომისთვის“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ვიდეო:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“