სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
10-10-2022
-
+


წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული დღე მრავალფეროვანი აქტივობებით, ამაღლებული განწყობით აღინიშნა.

მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს მიულოცეს მასწავლებლის დღე - გამოუშვეს კედლის გაზეთი, დახატეს ნახატები, დაწერეს მისალოცი ბარათები, წერილები, წაიკითხეს ლექსები.

ამ დღესთან დაკავშირებით VIII კლასში დამრიგებლის, იულია კუხალაშვილის ხელმძღვანელობით საკლასო პროექტი - “ჩემი მასწავლებელი“ დასრულდა, რომლის ფარგლებში დამრიგებელმა კლასის საათი ჩაატარა. ბავშვებმა და მასწავლებელმა თემაზე - „მასწავლებლები და ჩვენ“ დისკუსია გამართეს. შემდეგ თავიანთი სურვილები მიაკრეს სპეციალურ კედლის გაზეთს - „ჩემი მასწავლებელი“. მოსწავლემ, ლ. ელბაქიძემ სასიამოვნო სიურპრიზი გაუკეთა თავის მასწავლებლებს და ლამაზი ყვავილების თაიგულები მიართვათ. პროექტზე მუშაობა საკმაოდ საინტერესო და ნაყოფიერი იყო. 

თანასკოლელებს არც მეხუთეკლასელები ჩამორჩნენ. მოსწავლეებმა სკოლის კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეში - „ლოგოსი“ მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმები: „სუფთა დაფა“ და „კლასის წინ“ ნახეს. შემდეგ კი ნანახი ფილმების განხილვა-ანალიზი ჩატარდა. ბოლო ეტაპზე ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე ბავშვებმა დაწერეს თავიანთი მოსაზრებები იმაზე, თუ რას ნიშნავს მათთვის მასწავლებელი და როგორი უნდა იყოს ის. მოსწავლეების პედაგოგი კი ფატმან თუთბერიძე გახლდათ.

სკოლის დირექტორმა, მაია ქობულიამ პედაგოგებს მიულოცა მასწავლებელთა პროფესიული დღე და სიმბოლური მისალოცი ბარათები გადასცათ.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


    

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება