სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიის“ მეოთხეკლასელთა შთამბეჭდავი კომპლექსური დავალება 
10-10-2022
-
+


ფოთის კერძო სკოლა „გიმნაზიაში“ მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებებზე აქტიურად მუშაობენ.

ამჯერად, მე-4 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შემაჯამებელი კომპლექსური დავალება - „პურის ცხობა“ ჩატარდა. გაკვეთილი ნინო ბეზარაშვილის მოთხრობა - „თბილი შოთები“ იყო. მასალა კი პურის გამოცხობას შეეხებოდა.

ბავშვებმა თავიანთი სიტყვებით დაწერეს პურის ცხობის ეპიზოდი. გამოიყენეს ახალი სიტყვები: ვარცლი, კვერი, ღუდღუდა, კუტი, ხახალა, ფაფხაჭელები.

„ეს გაკვეთილი მეოთხე კლასელებისათვის განსაკუთრებით სასიამოვნო და დასამახსოვრებელი იყო, რადგან თავად გამოაცხვეს თბილი შოთები. მართალია, შოთები თონეში არ გამოუცხვიათ, თუმცა სკოლის არაჩვეულებრივ სამზარეულოში ნამდვილად ფუსფუსებდნენ. პატარები საოცრად გახარებულები და ბედნიერები იყვნენ. მათ თავიანთი ნახელავი თავადაც დააგემოვნეს და სხვებიც მიიპატიჟეს.

ქართული ანდაზისა არ იყოს: „შრომა ყველაფერს გაადვილებს“, მათ შორის გაკვეთილის ხალისით სწავლას. შემაჯამებელი კომპლექსური დავალება შინაარსიან, ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებულ დავალებას წარმოადგენს, რომლის შესრულება ცოდნათა ინტეგრირებულად გამოყენებას მოითხოვს. ბავშვებს აღნიშნული აქტივობა ხანგრძლივ მეხსიერებაში ნამდვილად დარჩებათ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

აღსანიშნავია, რომ გაკვეთილი ხელმძღვანელი თამარ ფაჩულია გახლდათ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება