სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მასწავლებელი შუქი სულისა“ - ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა პედაგოგებს ღონისძიება მიუძღვნეს
07-10-2022
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა დამრიგებლის, ლია ყურულოვის ხელმძღვანელობით საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღე ღონისძიებით მიულოცეს.

I კლასში საკლასო ღონისძიება - „მასწავლებელი შუქი სულისა“ ჩატარდა.

ზეიმზე ღრმა სიმბოლურ დატვირთვას იძენდა სიტყვები: მასწავლებელი, აღმზრდელი, მშობელი, განძი, გმადლობთ, ბოდიში, თუ შეიძლება... პირველკლასელებმა ლამაზ ლექსებსა და სიმღერებში აღმზრდელი მასწავლებლისადმი დიდი პატივისცემა და სიყვარული გადმოსცეს.

მოსწავლეების წრფელმა სიტყვებმა დამსწრე პედაგოგებს კიდევ ერთხელ დაანახა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ბავშვების ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ 5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭო პედაგოგებისგან დაკომპლექტდება - ცნობილია ვინ გახდებიან წევრები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დაიწყო - ინსტრუქცია და რეკომენდაციები 

მასწავლებლის ახალი პროფესიული სტანდარტი დამტკიცდა - ვალდებულებები, მოთხოვნები, ცვლილებები

ბაღებში სააღმზრდელო წელი 21 სექტემბერს დაიწყება - ინფორმაცია სოციალურ ქსელში რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებამ გამოაქვეყნა

შარშან ადმინისტრაციას 10-ის ნაცვლად 20 პროცენტით გაეზარდა ანაზღაურება და მომდევნო წლის ბიუჯეტიც მზარდია

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„მასწავლებელი არის გზამკვლევი, რომლის ქცევას, ვიზუალს, ღიმილსა და განწყობას მოსწავლე პირველივე წამიდან ითვისებს“...

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება