სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ფულადი ჯილდო ყველაზე ახალგაზრდა, ხანდაზმული და ღვაწლმოსილი პედაგოგებისთვის - ინიციატივა
12-10-2022
-
+


„ვაჟღერებ ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვით, მომავალი წლიდან კახეთის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა, ხანდაზმული და ღვაწლმოსილი მასწავლებლები ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდებიან“, - ამის შესახებ, კახეთი რეგიონის რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა განაცხადა.

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი საგარეჯოს მერ, ავთანდილ გულიკაშვილთან ერთად, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებისა და სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების მასწავლებლებს შეხვდა.

„პატივცემულო მასწავლებლებო, გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! მე ვფიქრობ, რომ ეს დღე ეკუთვნის ყველაზე კეთილშობილური პროფესიის ადამიანებს. იყო მასწავლებელი არ ნიშნავს მხოლოდ კონკრეტული საგნის სწავლებას, ფლობდე პედაგოგის პროფესიას ნიშნავს, რომ უამრავი ადამიანის, თაობების ცხოვრებისა და აზროვნების ფორმირების პროცესში შეგეძლოს სასიცოცხლოდ, მნიშვნელოვანი როლის შესრულება. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენგანი სიკეთით ასრულებს ამ მნიშვნელოვან ფუნქციას, რაც ჩვენი მომავალი თაობების ჯანსაღი აზროვნების საწინდარია, თქვენი მოსწავლეების მიერ სამყაროს სწორი აღქმა მათთვის მომავლის იმედის, სტიმულისა და მოტივაციის საფუძველი ხდება. ამიტომ გისურვებთ წარმატებებს ამ მნიშვნელოვანი მოვალეობის შესრულებისას.

ვაჟღერებ ახალ ინიციატივას, რომლის მიხედვით, მომავალი წლიდან კახეთის რეგიონის მასშტაბით ყველაზე ახალგაზრდა, ხანდაზმული და ღვაწლმოსილი მასწავლებლები ფულადი ჯილდოთი დაჯილდოვდებიან“, - განაცხადა ალადაშვილმა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება