სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მეექვსეკლასელთა შთამბეჭდავი ღონისძიება ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში
06-10-2022
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დირექციისა და პედაგოგების ხელშეწყობით მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღონისძიება გამართეს.

მასწავლებლის დღის, ნიკო ლორთქიფანიძის დაბადებიდან 142 წლისთავსა და „პატრიოტი დიასპორელის“ პროექტის ფარგლებში ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია სოფელ ჩუნეშში, ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. 

ღონისძიება ასევე საბერძნეთიდან ჩამოსულ მე-6გ კლასის მოსწავლის, ლილე მაისურაძისთვისაც გაიმართა, რათა მისთვის მშობლიური კუთხე და ღირსეული მამულიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრება გაეცნოთ.

„ბუნებით ბატონი“ და „მასწავლებელთა მასწავლებელი“ - ამ სახელწოდებით შეასხეს ხოტბა მე-6გ კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი: ს. ქობალია) მე-20 საუკუნის უდიდეს მწერალს, ნოველისტს, პედაგოგსა და საზოგადო მოღვაწეს.

„მოსწავლეებმა საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში შთამბეჭდავად წარმოაჩინეს ნიკო ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის მთავარი მომენტები. ლექსებითა და სიმღერებით გაამრავალფეროვნეს ლიტერატურული ფაქტები და ყურადღებით მოისმინეს სახლ-მუზეუმის გიდისგან, ნიკო ლორთქიფანიძის შესახებ ახალი ინფორმაცია.

მოსწავლეების შემოქმედებით მოინუსხნენ სახლ-მუზეუმის თანამშრომლები და მშობლები. ბავშვები კი შთაბეჭდილებებით აღსავსენი გაემართნენ სახლებისკენ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება