სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესი დამტკიცდა სასწავლო ცენტრის მქონე პირებისთვის
06-10-2022
-
+


პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესის დამტკიცების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა. 

ეს წესი ადგენს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული პირების სწავლების, სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭების, ფუნქციონირებისა და გაუქმების წესებს და პირობებს.

პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ – სააგენტო).

სასწავლო ცენტრის საქმიანობა

1. სასწავლო ცენტრი ახორციელებს ფიზიკურ პირთა თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. სწავლება იწყება თეორიული კურსით.

2. სასწავლო ცენტრი, სწავლების (თეორიული ან/და პრაქტიკული ნაწილი) დასრულების შემდეგ გასცემს სწავლების წარმატებით გავლის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტს.

3. სასწავლო ცენტრი ვალდებულია აწარმოოს შესაბამისი სასწავლო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია (მათ შორის ელექტრონულად), რომელშიც აღირიცხება პირის სასწავლო ცენტრში რეგისტრაციის, სწავლების კურსის, სწავლების საათების ოდენობის, სასწავლო კურსის გავლის/შეწყვეტის/დასრულებისა და შესაბამისი დოკუმენტ(ებ)ის გაცემის შესახებ ინფორმაცია. სასწავლო-სააღრიცხვო დოკუმენტაცია სასწავლო ცენტრში ინახება არანაკლებ 3 წლის განმავლობაში.

4. სასწავლო ცენტრმა შესაძლებელია განახორციელოს დისტანციური თეორიული სწავლება, რისთვისაც ის ვალდებულია, უზრუნველყოს სწავლების სათანადოდ დაგეგმვა, სწავლების ორგანიზების და წარმართვის შესაბამისი მიდგომებისა და მეთოდების გამოყენება.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტი არ ვრცელდება სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლების და სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის სპეციალურ სწავლებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს მხოლოდ აუდიტორიაში პირთა უშუალოდ დასწრებით.

6. დაუშვებელია სასწავლო ცენტრმა პირს უთხრას უარი ამ წესით გათვალისწინებულ სწავლებაზე, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

ტექნიკური მოთხოვნების ადამიანური რესურსის საჭიროებისა და სხვა დეტალების შესახებ დეტალები იხილეთ ბმულზე


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

მასწავლებლის სახლი მოქმედ პედაგოგებს მედლებს გადასცემს - რეგისტრაცია დაიწყო

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
ლევან ღირსიაშვილმა პედაგოგებს ახალგაზრდა თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა
 

პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მასში განთავსებულია ტექნოლოგიური ლაბორატორიები

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება