ვანის მეორე საჯარო სკოლაში შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ
05-04-2018
დაკოპირებულია
-
+
ვანის მეორე საჯარო სკოლის IVა კლასში აღდგომის დღესასწაულები კრეატიულად აღნიშნეს. ხელოვნების გაკვეთილზე მოსწავლეებმა თავიანთი შემოქმედებითი ნიჭი გამოავლინეს და სხვადასხვა ნამუშევარი შესთავაზეს მასწავლებელს.
მოსწავლეებს დახმარება ხელოვნების მასწავლებელმა ნათია დვალისშვილმა გაუწია.
„მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა ნახატები შექმნა, მეორემ კი გაგვაოცა დახვეწილი შემოქმედებით“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი, რომელშიც მოსწავლეები სიამოვნებით ჩაერთნენ, თავიანთი უნარები წარმოაჩინეს, ბოლოს კი გამარჯვებული მოსწავლეებიც გამოვლინდნენ