სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორმა და მოსწავლეებმა მასწავლებლებს პროფესიული დღე საზეიმოდ მიულოცეს
06-10-2022
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუმნის საჯარო სკოლაში მასწავლებლის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.

დირექტორმა სვეტლანა ბოჩიკაშვილმა მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა. მან პედაგოგებს წარმატება და კარიერული წინსვლა უსურვა. აღსანიშნავია, რომ თავად სვეტლანა ბოჩიკაშვილი საქართველოს დამსახურებული მასწავლებელია. 

გარდა ამისა, მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგებს ყვავილები მიართვეს და მადლობა გადაუხადეს. მათი დამრიგებელი მაყვალა ბოჭორიშვილია. 

„ძვირფასო  მასწავლებლებო! გილოცავთ მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს! ჩვენი სკოლის პედაგოგები ერთგულად ემსახურებიან ამ უაღრესად მნიშვნელოვან პროფესიას. გისურვეთ თითოეულ თქვენგანს წარმატებას, წინსვლას, კეთილდღეობას, სასახელო თაობის აღზრდას, რომლებიც  ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფის საქმეში გადამწყვეტ სიტყვას იტყვიან“,- აღნიშნა დირექტორმა სვეტლანა ბოჩიკაშვილმა. 

მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 5 ოქტომბერს აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს.

თუმცა, მანამდე, 1966 წლის 5 ოქტომბერს, იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოწვეულ კონფერენციაზე, შემუშავდა რეკომენდაცია „მასწავლებელთა მდგომარეობის შესახებ“ - ეს იყო პირველი საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც მასწავლებელთა შრომის პირობებს განსაზღვრავდა.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება