TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მშობლის ერთი დღე სკოლაში“ - თბილისის N94 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი მიმდინარეობს
05-10-2022
-
+


თბილისის N94 საჯარო სკოლაში მეტად მნიშვნელოვანი პროექტი - „მშობლის ერთი დღე სკოლაში“ მიმდინარეობს, რომლის მიზანი სასკოლო ცხოვრებაში ოჯახების მეტი ჩართულობა გახლავთ.

აღნიშნულ პროექტში მშობლები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. ისინი მთელს დღეს სკოლაში ატარებენ და პედაგოგებთან ერთად სასწავლო გარემოს აკვირდებიან. აღსანიშნავია, რომ ამ მეტად მნიშვნელოვანი აქტივობის განხორციელებაში მთელი სასკოლო საზოგადოება გაერთიანდა.

„უკვე ერთი კვირაა, რაც ჩვენთან პროექტი - „მშობლის ერთი დღე სკოლაში“ მიმდინარეობს. პროექტის მიზანია მშობელსა და სკოლას შორის ნდობის ხარისხის ამაღლება, მიკუთვნებულობის გრძნობის გამოწვევა და მშობელთა ჩართულობის უზრუნველყოფა სასკოლო ცხოვრებაში.

პროექტის არსი კი გახლავთ: მოხალისე მშობლები (3-დან 5 მშობლის ჩათვლით) დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილდებიან სასკოლო სივრცეში, აკვირდებიან სასწავლო პროცესს სრულად, ჩვენთან ერთად (და არამხოლოდ) ამოწმებენ სველ წერტილებში, კვების ობიექტსა და მთლიანად შენობაში სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას; ასევე უსაფრთხოების დაცვის სკოლაში არსებულ სხვა მექანიზმებს.

დღის ბოლოს ვმართავთ სამუშაო შეხვედრას. ისინი გვესაუბრებიან ყველა იმ პრობლემისა და ხარვეზის შესახებ, რაც მათი მხრიდან იქნა შემჩნეული. გვაწვდიან რჩევებს, აქვთ ორიგინალური იდეები და ინიციატივები. საბოლოოდ, ერთობლივად ვიღებთ გადაწყვეტილებას იმაზე, რისი გაკეთებაც ჩვენი ძალებითა და რესურსებით არის  შესაძლებელი.

ვფიქრობთ, ეს აქტივობა ეფექტურია რამდენიმე მიმართულებით: იწვევს მოსწავლეების მოტივაციას (ბავშვებს მოსწონთ, როდესაც სკოლაში მათ მშობლებს საჭირო ადამიანად აღიქვამენ და ხედავენ), მეტია მშობელთა მხრიდან დაინტერესება სასკოლო ცხოვრებით, ეხმარება როგორც სკოლას, ისე მშობელს, ერთ მხარედ და თანამოაზრეებად თავის აღქმაში; თვითონვე არიან სკოლაში მიმდინარე პროცესების უშუალო თვითმხილველნი და თანამონაწილენი. ასე მუშაობა გვიადვილდება ჩვენც, დირექციასაც. ისინი ჩვენი ე.წ. „მესამე თვალი“ არიან და ზოგჯერ, ჩვენთვის შეუმჩნეველს, ჩვენზე უკეთესად ხედავენ.

მათი მხრიდან წამოსული რჩევები, რეკომენდაციები კი გვეხმარება ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც უზრუნველყოფს პოზიტიური, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას“, - ვკითხულობთ დირექციის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები

ღონისძიებამ მრავალფეროვანი საზეიმო თუ შემოქმედებითი ნომერი გააერთიანა

პროექტი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და აქტიურობით წარმომართა

შემოდგომის ტრადიციულმა ზეიმმა მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები ერთ საერთო სადღესასწაულო განწყობით გააერთიანა

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება