| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

„განათლებისა და მეცნიერების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონპროექტის შესახებ მინისტრმა რამდენიმე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ ახალი დოკუმენტი - „განათლებისა და მეცნიერების“ კანონის სახელწოდებით, პარლამენტს შემოდგომით წარედგინება.
გივი მიქანაძის თქმით, „ამ ეტაპზე განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს 7-ზე მეტი საკანონმდებლო აქტი არეგულირებს, რაც სამუშაო პროცესს როგორც სტრუქტურულად, ასევე შინაარსობრივად მოუქნელს და ხარვეზიანს ხდის. მინისტრის თქმით, ახალი ინიციატივა სწორედ ისეთი კანონპროექტის შექმნას გულისხმობს, რომელიც სფეროს მარეგულირებელი ძირითადი საკანონმდებლო აქტების კონსოლიდაციას ერთიან სამართლებრივ ჩარჩოში მოახდენს“.
პირველი სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ახალი კანონპროექტის შემუშავების ეტაპებზე იმსჯელეს და დაიგეგმა, რომ იგი საქართველოს პარლამენტს საშემოდგომო სესიაზე წარედგინება. კანონის მიღების შემდეგ სამინისტროს მიერ განხორციელდება განათლების სფეროს შიდა ნორმატიული აქტების სრული რევიზია.
სამუშაო ჯგუფს, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში საქართველოს მთავრობის ინიციატივით შეიქმნა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია ხელმძღვანელობს.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი