სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის ეთიკის კოდექსი დამტკიცდა - ახალი ვალდებულებები და რეგულაციები პროფესიული განათლების პედაგოგებს ეხება
12-03-2026
-
+


პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი დამტკიცდა და განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, რომელთა დაცვაც აუცილებელია.

დოკუმენტში გაწერილია პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ღირებულებები. უფრო კონკრეტულად:

მასწავლებელთა 6 ახალი სტანდარტი, კომპეტენციები და დაზუსტებები ცნობილია - დოკუმენტი

პროფესიული განათლების მასწავლებელმა დაკისრებული საქმიანობა უნდა განახორციელოს „კეთილსინდისიერად, პატიოსნად, პროფესიონალურად“; გარდა ამისა, უნდა იყოს „მიუკერძოებელი, ობიექტური, პატივს სცემდეს სხვათა უფლებებს და ზრუნავდეს მასწავლებლის პროფესიის იმიჯსა და რეპუტაციაზე“.

პროფესიული განათლების მასწავლებელი საქმიანობის განხორციელებისას ვალდებულია:

ა) ხელი შეუწყოს ნდობისა და პატივისცემის კულტურის დამკვიდრებას დაწესებულებაში; ზოგადსაკაცობრიო (პლურალიზმი, ტოლერანტობა, დემოკრატია), მულტიკულტურული, მულტიეთნიკური, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის ღირებულებების დამკვიდრებას;

ბ) დაიცვას დაწესებულების მიერ დადგენილი შინაგანაწესი და უსაფრთხოების წესები;

გ) უზრუნველყოს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც გამორიცხავს ძალადობასა და დისკრიმინაციას რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, ან სხვა ნიშნის მიუხედავად;

დ) დაიცვას პროფესიული საქმიანობის ფარგლებში მიღებული ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემების) კონფიდენციალურობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ე) პროფესიული საქმიანობისას (მათ შორის, საგანმანათლებლო რესურსების შექმნისა და გავრცელების პროცესში) დაიცვას სხვა პირთა ინტელექტუალური საკუთრება, მათ შორის გამოგონებები და საავტორო უფლებები;

ვ) იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე, მუდმივად გაეცნოს სფეროში მიმდინარე სიახლეებს;

ზ) ხელი შეუწყოს პროფესიული რეპუტაციის დაცვას და თავი შეიკავოს ისეთი ქცევისგან, რომელსაც შეიძლება თან ახლდეს პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიის დისკრედიტაცია;

თ) გაუფრთხილდეს დაწესებულების მატერიალურ და საგანმანათლებლო რესურსს და გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ (დაუშვებელია მატერიალური და სასწავლო რესურსის გამოყენება პირადი მიზნებისთვის). რესურსების გამოყენებისას გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების პრინციპები.

სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება