სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღებში ვის უნდა ჰქონდეს უმაღლესი ან პროფესიული განათლება და სამუშაო გამოცდილება - ცვლილება პერსონალის პროფესიულ სტანდარტში
10-03-2026
-
+


ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დოკუმენტში შევიდა, რომელიც ამბროლაურის მუნიციპალიტეტს ეხება.

დოკუმენტით განისაზღვრა, რომ საგანმანათლებლო პროცესის მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში, ასევე არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება ადრეული და სკოლამდელი განათლების, ან ადრეული ინტერვენციის სფეროში.

სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალსაც მოეთხოვება უმაღლესი აკადემიური ან პროფესიული განათლება შესაბამის დარგში, სასურველია ჰქონდეს ადრეული და სკოლამდელი განათლების სფეროში მართვის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;

ბავშვთა ინკლუზიის მხარდამჭერ პერსონალსაც უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში და მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება. 

დადგენილებაში ასევე ვკითხულობთ:

„ფინანსებისა და მატერიალური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია ფინანსური და/ან მატერიალური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება“.

ადამიანური რესურსების მართვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია ორგანიზაციაში ადამიანური რესურსების მართვის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება“.

საგანმანათლებლო პროცესის მხარდამჭერ პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვებთან მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება“.

ჯანმრთელობის დაცვის პერსონალს აქვს: ა) უმაღლესი აკადემიური განათლება ან მინიმუმ პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში; ბ) სასურველია სამედიცინო სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება“

კვების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება სასურსათო ტექნოლოგიის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია კვების ობიექტებზე ან დაწესებულების ფარგლებში მზარეულად მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება“.

კვებაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია კვების ობიექტზე ან დაწესებულების ფარგლებში კვების უზრუნველყოფის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება“.

მატერიალური რესურსის გამართულობაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია დაკავებული პოზიციის შესაბამის დარგში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება“.

მცენარეთა დაცვაზე პასუხისმგებელ პერსონალს აქვს: ა) პროფესიული განათლება აგრარულ დარგში ან მინიმუმ სრული ზოგადი განათლება; ბ) სასურველია მცენარეთა დაცვა/გამწვანების სფეროში მუშაობის არანაკლებ 1- წლიანი გამოცდილება“.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება