სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის მეორეკლასელებმა მასწავლებლის საერთაშორისო დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს  
05-10-2022
-
+


ტყიბულის N6 საჯარო სკოლის IIბ კლასის მოსწავლეებმა მასწავლებლის საერთაშორიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს.

მოსწავლეები დამრიგებლის, ნინო რიჟამაძის ხელმძღვანელობით სკოლის ბიბლიოთეკას ესტუმრნენ. აღნიშნული აქტივობა პედაგოგთა პროფესიულ დღეს მიეძღვნა. 

პატარებმა ბიბლიოთეკაში მცირე ღონისძიება გამართეს. მათ წიგნთან და წიგნიერებასთან დაკავშირებული ლექსები წარმოთქვეს. სკოლის ბიბლიოთეკარმა, თეონა ჯანელიძემ მათ სამკითხელო დარბაზი დაათვალიერებინა, აუხსნა წიგნებით სარგებლობის წესები და საინტერესო საკითხავი ლიტერატურა გააცნო. გარემოს გაცნობის შემდეგ, შთაბეჭდილებებით აღფრთოვანებული პატარები ემოციებს ვერ მალავდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტყიბულის N6 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა. პედაგოგები წიგნის კითხვის კულტურის დამკვიდრების მიზნით, მოსწავლეებს არაერთ აქტივობას სთავაზობენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
ბესიკ კალაძემ პედაგოგებს მადლობა გადაუხადა წლების განმავლობაში გაწეული მნიშვნელოვანი შრომისთვის
 

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება