სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორს, თამარ თვალიაშვილს საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა
05-10-2022
-
+


გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანის საჯარო სკოლის დირექტორის, თამარ თვალიაშვილის მრავალწლიანი შრომა და მომავალი თაობების აღზრდის საქმეში შეტანილი ფასდაუდებელი ღვაწლი შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

დირექტორსა და ამავდროულად, წამყვან მასწავლებელს, თამარ თვალიაშვილის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრმა საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა.

ღვაწლმოსილ დირექტორსა და პედაგოგს, თამარ თვალიაშვილს დამსახურებული მასწავლებლის სამკერდე ნიშანი და სიგელი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ვანო ბერიძიშვილმა, მერის მოადგილემ ლერი გელენავამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა, დალი მინდიაშვილმა გადასცეს.

დირექტორმა, აღნიშნულთან დაკავშირებით ემოციური მადლობის წერილი გაავრცელა, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მიღებული ჯილდო მისთვის ამავდროულად საპასუხისმგებლოცაა.

„საჩუქარი რომ კარგია და ძალიან სასიხარულო ყველა დამეთანხმებით, მაგრამ თუ თან გაღიარებენ და გაწეულ შრომას გიფასებენ, ათმაგად სასიხარულოა... ამავდროულად საპასუხისმგებლოც...

მადლობა, გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, ქალბატონ დალი მინდიაშვილს უამრავ საუკეთესო პედაგოგს შორის გამორჩევის და საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდებაზე წარდგენისთვის.

მადლობა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრს აღნიშნული წოდების მონიჭების და პედაგოგის ღვაწლის დაფასებისთვის.

ჩემი პატივისცემა გურჯაანის რაიონის მერიასა და საკრებულოს, პირადად ბატონ ლერი გელენავასა და ვანო ბერიძიშვილს ჩემი, როგორც ერთი რიგითი პედაგოგის წარმატების და სიხარულის გაზიარებისთვის...

მადლობა ჩემი, შაშიანის საჯარო სკოლის თანამშრომლებს მხარში დგომისა და პედაგოგის რთულ გზაზე შეხიდებისთვის...

მადლობა, ჩემს მოსწავლეებს. მათ გარეშე ვერაფერი მასწავლებელი ვიქნებოდი...

მადლობა, მოსწავლეთა მშობლებსა და ოჯახებს თანადგომისა და ჩემი პიროვნული, თუ მთლიანად სკოლის წარმატების გაზიარებისა და თანადგომისთვის....

მადლობა, ძვირფასებო... ბევრნი ხართ. ღმერთმა გამრავლოთ და გაგახაროთ“, - ვკითხულობთ დირექტორი თამარ თვალიაშვილის წერილში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება