სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უდიდესია თქვენი დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე“- თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
05-10-2022
-
+


თბილისის N108 საჯარო სკოლის დირექცია მასწავლებლებს პროფესიულ დღეს ულოცავენ. 

სკოლაში პედაგოგების ღვაწლსა და დამსახურებაზე საუბრობენ. მათ კარიერულ წინსვლასა და წარმატებული მომავალი თაობების აღზრდას უსურვებენ. განსაკუთრებით კი ახალბედა მასწავლებლებს ულოცავენ. 

სკოლის კარი წელს პირველად შემდეგმა პედაგოგებმა შეაღეს: 

  • ნინო ომანაძე;
  • ბაქარ ნადარაია;
  • ნათია სიმონიძე;
  • გვანცა მოსიძე;
  • იკა პაპიაშვილი;
  • ეთერ ცერცვაძე;
  • ზაზა სამადაშვილი;
  • თეა ავალიშვილი;
  • მანანა კვახაძე;
  • სალომე ჯანელიძე;
  • მარიამ მახვილაძე.
„უდიდესია თქვენი დამსახურება ქვეყნისა და ერის წინაშე. გისურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებული მომავალი თაობების აღზრდას. 

პროფესიული დღეს გამორჩეულად ვულოცავ ჩვენი სკოლის იმ მასწავლებლებს, რომლებმაც წელს პირველად შემოაღეს ჩვენი სკოლის კარი და მიუხედავად იმისა, რომ ახალი სასწავლო წელი სულ ახლახანს დაიწყო, მათ მცირედი გამოცდილება უკვე შეიძინეს და  საკუთარი ადგილიც დაიმკვიდრეს. გისურვებთ, გეპოვოთ თითოეული მოსწავლის გულისკენ მიმავალი გზა. 
ჩვენი სკოლის ყველა მასწავლებელს გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! მშვიდობიან, ღიმილიან და სიყვარულით სავსე დღეებს გისურვებთ.

იყავით სიახლის მაძიებელნი, აუმაღლეთ მოსწავლეებს შინაგანი მოტივაცია, დაეხმარეთ მათ საკუთარი უნარების მაქსიმალურ რეალიზებაში, ასწავლეთ გამბედაობა და ის, რომ ,,დედამიწას სიყვარული ატრიალებს“,- ვკითხულობთ სკოლის დირექციის წერილში.

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. იუნესკოს მიერ მასწავლებელთა საერთაშორისო დღედ 5 ოქტომბრის დაწესება აჩვენებს იმ წვლილს, რომელსაც პედაგოგები მომავალი თაობების აღზრდისა და განათლებისთვის იღებენ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება