სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ღია კარის დღე“ თბილისის N172 საჯარო სკოლაში
05-04-2018
-
+


თბილისის N172 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების კათედრის ინიციატივით „ღია კარის დღე“ მოეწყო.  

ღონისძიების მიზანი სასკოლო საზოგადოებისათვის სკოლის მიღწევებისა და საგაკვეთილო, თუ სხვადასხვა აქტივობის ახლოს გაცნობა, მომავალი გეგმებისა და პროექტების გაზიარება, მშობელთა წინადადებებისა და სურვილების სამომავლოდ გათვალისწინება იყო. 

ღონისძიებისთვის წინასწარ შეიქმნა ბუკლეტი დაგეგმილი აქტივობების შესახებ, რომელიც მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრებმა გააცნეს უბანს, მიმდებარე საბავშვო ბაღებსა და ორგანიზაციებს.  

ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა გაკვეთილები სხვადასხვა საგანში, მათემატიკური კონკურსი „გონების ჭიდილი“, ვიქტორინები: „ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა“, „მხიარული მათემატიკა“.

გაიმართა პირველკლასელთა  ფლეშმობი, დისკუსია ნანახი ფილმის „საოცრების“ ირგვლივ, სპექტაკლი „მე ქალაქიდან შენ ქალაქამდე“, კონცერტი „დედაშვილობა - სიყვარულის ზღაპარი“, „გაზაფხულის ყვავილები“ და სხვადასხვა საკლასო ღონისძიება. 

„დღე ემოციური და საინტერესო გამოვიდა. სტუმრებმა თავიანთი დამოკიდებულებები და შთაბეჭდილები პატარა ბარათების საშუალებით გაგვიზიარეს“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა. 

ღონისძიებაზე ბევრი სტუმარი, მათ შორის სკოლის კურსდამთავრებულები მივიდნენ. 

თბილისის N172 საჯარო სკოლა მადლობას უხდის ყველა მასწავლებელსა, მოსწავლეს და მშობელს, ვინც მონაწილეობა მიიღო  „ღია კარის დღის“ ორგანიზებაში.

იხილეთ ფოტოები.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მოსწავლის შეფასების სამკომპონენტიანი სისტემა ელექტრონულ ჟურნალში

მასწავლებლების სახლმა პედაგოგების შერჩევა დაიწყო - ვის მიენიჭება უპირატესობა და რა ვადებში უნდა გააკეთონ აპლიკანტებმა განაცხადი

დირექტორების საყურადღებოდ - 21 სექტემბერი მასწავლებელთა ფუნქციების ატვირთვის ბოლო დღეა

პროფესიულებში რეგისტრაცია დაიწყო - ვადები და დეტალები

„რეპეტიტორიუმისთვის“ პედაგოგებს გადავამზადებთ - მინისტრის განმარტებები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სკოლის კურსდამთავრებულმა, ზაქრო გვიშიანმა მოსწავლეებს უსახსოვრა მაისურები, რომლებზეც სკოლის სახელი და ორბელის ციხის გამოსახულებაა დატანილი

სკოლის დირექტორმა, ციური გოგიბერიძემ სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა

 

 

მოსწავლეებმა სკოლის კარი დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს

 

 

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება