სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკზე საინტერესო ექსპერიმენტებით წარდგნენ
04-10-2022
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები სამეცნიერო პიკნიკში მონაწილეობდნენ. 

მე-9 სამეცნიერო პიკნიკი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გაიმართა. „ანაბასისელები“ მის მიმდინარეობაში უდიდესი ინტერესით, ხალისითა და მონდომებით ჩაერთნენ. მისი მიზანია მეცნიერების პოპულარიზაცია ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის და თანამედროვე მეცნიერების მიღწევების სახალისო და საინტერესო ფორმით წარმოდგენა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ სკოლა მოსწავლეთა მრავალმხრივი უნარის განვითარებასა და წარმოჩენას ხელს მაქსიმალურად უწყობს. 

სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბი ახალგაზრდა მკვლევართა კლუბების ქსელი წევრია და ტრადიციულად, უკვე  მეექვსედ მასპინძლობდა ვიზიტორებს საინტერესო და სახალისო ექსპერიმენტებით. მოსწავლეების ძირითადი თემატიკა „ფერადი ქიმია“ იყო. 

პიკნიკზე „ანაბასისელთა“ გუნდი 23 წევრისგან შედგებოდა. ისინი მოსწავლეთა თვითმართველობის წევრები და სკოლაში მოქმედ კლუბებში გაერთიანებული (მკვლევართა, ეკოლოგთა , სამოქალაქო განათლების) მოსწავლეები არიან.
თითოეულს არჩეული ჰქონდა ექსპერიმენტი, რომელსაც უსაფრთხოების წესების დაცვით ატარებდნენ, გულმოდგინედ უხსნიდნენ მნახველებს მიღებულ შედეგებს. 

ნორჩი მკვლევარების ექსპერიმენტებმა საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ ისეთი აქტივობები ჩაატარეს, როგორიცაა: როგორ მივიღოთ უფერო ხსნარების შერევით ჟოლოსფერი, ვარდისფერი, ლურჯი ხსნარები; როგორ გავაუფერულოთ ისინი; როგორ მივიღოთ ბოლი უცეცხლოდ, თეთრი ვარდი გავალურჯოთ, საიდუმლო წერილი გავხადოთ ხილული და სხვა.

ქიმიის მასწავლებელმა ქეთევან ედიბერიძემ მკვლევართა კლუბის წევრებთან, ხატია ჩიბურდანიძესა და ქეთი დოღაძესთან  ერთად, ვიზიტიორებისათვის ბიოპოლიმერები დაამზადა. გარდა ამისა, რძიდან მასალა მძივებისათვის დაამზადეს, ასევე, სახამებლიდან შესაფუთი მასალა.

პიკნიკზე ვიზიტის ორგანიზატორები პედაგოგები ქეთევან ედიბერიძე, თეა სამხარაძე და თამარ მალაღურაძე იყვნენ. 

„სკოლა „ანაბასისის“ მკვლევართა კლუბს გადაეცა სერთიფიკატი პიკნიკში მონაწილეობისათვის , ასევე სერთიფიკატები გადაეცა ანაბასისელ ნორჩ მკვლევარებს,  დღემ ძალიან საინტერესოდ ჩაიარა, პიკნიკის შემდეგ ანაბასისელები თბილისობის ლამაზი დღესასწაულის ტრადიციასაც გაეცვნენ და მდიდარი შთაბეჭდილებით დაბრუნდნენ ზესტაფონში“,- ვკითხულობთ სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:






კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

არასრულწლოვნებს ჯგუფურად სცემდნენ - დაკავებულია ნაცისტური დაჯგუფების ლიდერი

სალმონელა, სტაფილოკოკი, კოლიფრომები... გამოვლინდა თუ არა ეს მაჩვენებლები ბაღებიდან აღებულ ნიმუშებში - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ცნობილია, ვინ შეარჩია 10 პედაგოგი ეროვნული ჯილდოსთვის -  ნახეთ, შეიცვალა თუ არა პრემიის თანხა და ღონისძიების ჩატარების ადგილი

მათთან 21 ბავშვი მკურნალობდა ნოროვირუსული გასტროენტერიტით და საშუალო სიმძიმის მდგომარეობა ჰქონდათ

საგნების სწავლების უფლება და გამონაკლისები: რა შეიცვალა მასწავლებელთა სქემაში

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება